[ესპანეთი-ურუგვაის წინ] ვისენტე დელ ბოსკე: ურუგვაელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ

AutoSharing Option
მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ურუგვაის ნაკრების ძლიერ მხარეებზე ისაუბრა, რომელთანაც მისი გუნდი 6 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება დოჰაში გაიმართება.

"ურუგვაელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ მოედანზე. კარგად გამოსდით ბურთის დაჭერა და კომბინაციური თამაში.

სამეული: ფორლანი, კავანი და ლუის სუარესი - ძალიან სწრაფია",
- აღნიშნა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის I ჯგუფში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ასპარეზობს.

ასევე
იხილეთ:

ესპანეთი-ურუგვაი: "ფურია როხას" რაულმა უმასპინძლა
ესპანეთის ნაკრებს დოჰაში რაული დახვდა
ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული