"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიმდინარე სეზონში დი მარიას თამაშით უკმაყოფილოა და ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში არცთუ ისე ხშირად ათამაშებს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, დი მარიათი დაინტერესებულები არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" არგენტინელის გადაბირებას ჯერ კიდევ მისი "ბენფიკაში" ყოფნის დროს გეგმავდნენ.
ნახევარმცველის კონტრაქტი კი მადრიდულ კლუბთან 2018 წლამდე მოქმედებს. თავის დროზე "რეალმა" დი მარიაში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით