იუბილეზე მოპარული გოლი
ამ თამაშში ყველაზე გამოსარჩევი კარლეს პუიოლის დაბრუნებაა - თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ: 34 წლის ვეტერანმა პირველი ტაიმი ითამაშა და "ფურია როხას" მაისურით საიუბილეო, მე-100 კეპი მოიხვეჭა. ესპანეთის ნაკრებში სულ 6 ფეხბურთელია, რომლებიც კარლესს ეროვნულ ნაკრებში თამაშების რაოდენობით ჯობნიან: იკერ კასილიასი, ჩავი, ანდონი სუბისარეტა, ჩაბი ალონსო, რაული და ფერნანდო ტორესი.
პუიოლს
ვისენტე დელ ბოსკემ სამივე დებიუტანტი ათამაშა. "ჩელსის" განაპირა მცველი სესარ ასპილიკუეტა სულაც ძირითადში იყო. შეცვლაზე შევიდნენ ისკო და მარიო სუარესი.
კურიოზული გოლით
ესპანელთა სამივე გოლი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გაიტანეს, საგოლე პასებიც კატალონიელებისაა. პირველი გოლი ცოტა კურიოზული გამოდგა - სესკ ფაბრეგასმა შორიდან დაარტყა. დარტყმას აუღებელი ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ მეკარე მუსლერამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა. "ფურია როხას" მეორე გოლი საჯარიმოს მისადგომებთან ურუგვაელთა მხრიდან ბურთის უაზრო დაკარგვას მოჰყვა - ჟერარდ პიკემ უმალ მოძებნა პედრო როდრიგესი. მესამე გოლი ფაბრეგასის პასს მოჰყვა, პედრომ მუსლერას დაასწრო. გოლკიპერს ამ შემთხვევაშიც უკეთ გარჯა მართებდა.
ურუგვაელებმა შედეგიანად ერთხელ გაისროლეს - პირველ ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში - მცველმა კასერესმა, პლეიმეიქერს რომ შეშურდება, ისეთი პასი "გაუჭრა" კრისტიან "სებოლა" როდრიგესს და მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველმაც კარლეს პუიოლს დაასწრო.
Video
ესპანეთი - ურუგვაი 3:1
ესპანეთი - ურუგვაი 3:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: მნიშვნელოვანია, საბრძოლო ჟინი შევინარჩუნოთ [VIDEO]