სერხიო რამოსი: მინდა, ჟოზე მოურინიო "რეალში" დარჩეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა სურვილი გამოთქვა, რომ ჟოზე მოურინიო გუნდში დარჩეს.

მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის" წარუმატებელი გამოსვლის გამო გაჩნდა ჭორები, რომ პორტუგალიელმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.

ადრე კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ მოურინიოს გუნდის ლიდერებთან კონფლიქტი აქვს და მათ შორის არის სერხიო რამოსიც.

"იმედი მაქვს, რომ მოურინიო დარჩება, თუმცა ეს მისი გადაწყვეტია. მოურინიო დიადი მწვრთნელია. ძალიან გაგვიმართლა, რომ მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ. კონფლიქტებზე საუბრისას კი უფრო მეტი ჭორია, ვიდრე სიმართლე.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებულ მატჩს, მიხარია, რომ ასეთი მეტოქე შეგვხდა.

პრემიერლიგისთვის
"მანჩესტერ იუნატედი" ზუსტად იგივეს ნიშნავს, რაც ლა ლიგისთვის "რეალი": ორივე უამრავი ტიტულისა და მდიდარი ისტორიის მფლობელია. მათი ფილოსოფია და იდეალები ჩვენსას ძალიან ჰგავს.

უკვე რადენი წელია ყველგან გვესმის, რომ ჩემპიონთა ლიგა მეთეჯერ უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა ამ ტიტულის მოგება გვინდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. ერთი შეცდომაც კი კმარა, რომ ტურნირს გამოვეთიშოთ",
- თქვა რამოსმა.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
აიტორ კარანკა: ჩვენთვის ამჟამად ჩემპიონთა ლიგა უფრო პრიორიტეტულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული