შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.
ლეო მესიმ კი პრიმერას რეკორდი ერთით უფრო მაღალ თამასაზე ასწია - არგენტინელ ფორვარდს ზედიზედ მე-13 ტურია, რაც გოლი აუცილებლად გააქვს, თუმცა "კამპ ნოუს" მატჩის მთავარი გმირი ის არ იყო - გმირს ფორთოხლისფერი ბუცები და 8-ნომრიანი მაისურა ეცვა.
დუდუს საგოლე პასი
გრეგორიო მანსანოს მესამე მიბრუნება "მალიორკაში" კინაღამ მარცხიანი
"ოსასუნამ" მე-16 წუთზე გაიტანა (მცველი რუბენი), მაგრამ მსაჯმა პერეს მონტერომ შეცდომით დააფიქსირა მეკარე ავატეზე თავდასხმა. პირველ ტაიმშივე ჯოვანი დოს სანტოსი მეკარე ანდრეს ფერნანდესთან პირისპირ გავიდა და დუელი წააგო.
სტუმრები ლოლომ თავურით დააწინაურა და ნავარელები ლამის მატჩის ბოლომდე იგებდნენ. სხვათა შორის, ჟერომელის გოლის შემდეგ ჯოვანი დოს სანტოსმა სტუმართა კარში გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან.
ვალვერდემ პელეგრინოს უკვე აჯობა
"ესტადიო ბალაიდოსზე" მატჩის 93-ე წუთი მიმდინარეობდა, პორტუგალიელმა ჟოაო პერეირამ ბრწყინვალედ ითამაშა მარჯვენა ფლანგზე და ბურთი თავზე "დაასვა" პარაგვაელ ნელსონ ვალდესს და... "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს ბატალიას "პარი სენ-ჟერმენთან" მაღალ განწყობაზე ხვდება.
"ვალენსიამ" გარკვეული ხნით ფრანგი მარცხენა მცველი ალი სისოკო დაკარგა, რომელმაც კოჭი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
კარგად ითამაშა "ღამურების" მეკარე ვისენტე გუაიტამ, რომელმაც იაგო ასპასს გოლის გატანა არ დაანება. ცუდად იმსაჯა ვიტიენეს ტეიშეირამ, რომელმაც რობერტო სოლდადოს ოფსაიდი მოუგონა და ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა.
ერნესტო ვალვერდემ 9 მატჩში 19 ქულა მოიპოვა, მაშინ, როცა მისმა წინამორბედმა მაურისიო პელეგრინომ 18 ქულას 14 მატჩში მოუყარა თავი.
ლევანტე სალიგო არ არის
"ვალენსია" ორიოდ საათით იყო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან მე-4 ადგილზე - ვალენსიაში "ლევანტეს" ისკოს დუბლის წყალობით დამარცხების შემდეგ მანუელ პელეგრინის "მალაგა" სასურველ საფეხურს დაუბრუნდა.
პირველ ტაიმში გუნდებმა პენალტებით გაცვალეს გოლები. ჯერ ობაფემი მარტინსის წაქცევისთვის ხოსე ბარკერომ დააწინაურა "ლევანტე", შემდეგ ჟულიო ბაპტიშტას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ისკომ გამოიყენა.
ესპანეთის ნაკრების 20 წლის ახალწვეული მე-2 ტაიმში მატჩის გმირი გახდა - ტულალანის ჩაწოდებულ ბურთს მასპინძელთა კარში მიუჩინა ადგილი.
გაფრთხილება ყოფილ კლუბს
გაფრთხილება ყოფილ კლუბს - "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის წინ 28 წლის კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა. პორტუგალიელის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა.
არგენტინელ მცველ ფედერიკო ფასიოს კოშმარული საღამო ჰქონდა - ჯერ ბენზემას გაატანინა სულელური რიკოშეტის "წყალობით", მერე ბურთი თავზე გადაახტა და რონალდოს დუბლი შეასრულებინა.
ამ ორ გოლს შორის კრიშტიანომ ცაციით, საჯარიმოს გარედან აიღო ბეტოს კარი. პორტუგალიელმა ჰეთ თრიკი უსწრაფეს კონტრშეტევაზე შეასრულა, რომელიც თავადვე წამოიწყო.
Video
რეალი - სევილია 4:1
რეალი - სევილია 4:1
გუნდებმა 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს თამაში - მსაჯმა ჯერ იგუაინი, შემდეგ კი მადურო გააძევა. მანუ დელ მორალმა ლამაზი, მაგრამ მაინც მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა - 4:1.
აიტორ კარანკა (რეალი): "ქარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი ერთად არ უნდა იყოს ურიგო ვარიანტი. კრიშტიანომ იცის, რა მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ".
უნაი ემერი (სევილია): "ხანდახან, უბრალოდ, ვერ ვცნობდი ჩემს გუნდს".
უიმედო რიასორი
"რიასორმა" "დეპორტივოს" გადარჩენის იმედი დაკარგა, ხოლო "გრანადას" თავკაც ლუკას ალკარასს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა - 2 მატჩში 6 ქულა მოიპოვა, შინ "რეალთან" და სტუმრად "დეპორტივოსთან".
შემდეგ ტურში "ბარსელონა" ელის და იქაც თუ გამოიჩინა თავი...
გადამწყვეტი მომენტი ტაიმის მიწურულს დადგა, როცა მსოფლიოს ჩემპიონმა კარლოს მარჩენამ უნებურად საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
მეორე ტაიმში ნიგერიელმა ოდიონ იგჰალომ გილერმო სიკეირას პასით გაიტანა, ბოლოს კი იგჰალოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სიკეირამ მესამე გოლად აქცია. ამ ეპიზოდში ვეტერანი მანუელ პაბლო გააძევეს.
დომინგუშ პასიენსია (დეპორტივო): "არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გადაწყდება ჩემი საკითხი. მთავარია, გუნდს ეშველოს რამე".
ლუკას ალკარასი (გრანადა): "ანგარიში თვალს ატყუებს, ამხელა უპირატესობა ნამდვილად არ გვქონია".
ჯადოქარი და უფსკრული
"ბარსელონას" 6 გოლიდან მხოლოდ 2-ში (პიკეს და ტელიოს გოლები) არ მიუღია მონაწილეობა ანდრეს ინიესტას, რომელმაც ფანტასტიკური მატჩი ითამაშა. განსაკუთრებით კი, მისი საგოლე პასია აღსანიშნავი მე-6 წუთზე, როცა მოედნის ცენტრიდან მეკარესთან პირისპირ ალექსის სანჩესი გაიყვანა.
"ბარსას" ექვსივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. მათ შორის ლეო მესიცაა, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მე-13 ტურში გატანილი ბურთია - ლა ლიგის ახალი რეკორდი.
Video
ბარსელონა - ხეტაფე 6:1
ბარსელონა - ხეტაფე 6:1
ანდონი სუბისარეტა (ბარსელონა): "დღეს ჩვენ მოედანზე გვყავდა ნამდვილი ჯადოქარი, ფორთოხლისფერი ბუცებით და 8-ნომრიანი მაისურით. ახლა ნიუ იორკში მივფრინავ, ტიტოს მოსანახულებლად და ფეხბურთზე სალაპარაკოდ".
ლუის გარსია (ხეტაფე): "ჩვენს ორ კლუბს შორის სხვაობა კი არა, უფსკრულია".
ბასკური გამარჯვება და სირცხვილი
კვირის სხვა მატჩებში "რეალ სოსიედადმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "სარაგოსა". სამაგიეროდ, მეორე ბასკური კლუბი საშვილიშვილოდ შერცხვა - "ბილბაომ" ფეხბურთის კათედრალ "სან მამესზე" 0:4 წააგო ხავიერ აგირეს "ესპანიოლთან", რომლის მეტსახელიც ტყუილად არ არის "ელ ვასკო" (ბასკი) - მექსიკელი წარმოშობით მართლაც ბასკია.
"ატლეტიკომ" კი მადრიდული დერბი წააგო და უკვე 12 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას".
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
მალიორკა-ოსასუნა 1:1
გოლები: 0:1 ლოლო (76), 1:1 ჟერომელი (91)
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჰატონი (46. ჰემედი), ნუნიეში, ჟერომელი, ლუნა - პინა, მარკესი (81. ტისონე) - ნსუე, ჯოვანი დოს სანტოსი, მ. პერეირა - ვიქტორი (77. ალფარო).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, ფლანიო, დამია - ლოლო (88. არიბასი), ფ. სილვა - არმენტეროსი (85. ლო), ოიერი, დე ლას კუევასი (69. სეხუდო) - ნინო.
გაფრთხილება: პინა, ჟერომელი, ტისონე - რუბენი, სილვა, დამია
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-10 (2-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 13 816
სელტა-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 ვალდესი (93)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, დემიდოვი, ტუნიესი, ბელვისი - ა. ლოპესი (81. პრანიჩი), ოუბინია - ა. ფერნანდესი (50. ბერმეხო), კრონ-დელი, ორელიანა - ასპასი (84. პარკი).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, სისოკო (37. ჟ. პერეირა) - ალბელდა (60. პარეხო), ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა, ჟონასი (88. ვალდესი) - სოლდადო.
გაფრთხილება: ოუბინია, ასპასი - კოშტა, ალბელდა, ბარაგანი, ფეგული
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-10; კარში დარტყმა: 6-15 (2-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 900
ლევანტე-მალაგა 1:2
გოლები: 1:0 ბარკერო (27-პენ), 1:1 ისკო (36-პენ), 1:2 ისკო (47)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, ბარკერო - რიოსი (79. ელ-ჟარი), მიჩელი (68. ვალდო), რუბენ გარსია (66. ხუანლუ) - მარტინსი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, ს. სანჩესი, დემიკელისი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი (66. პიაზონი), ბაპტიშტა (79. სება ფერნანდესი), ისკო - სავიოლა (74. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: ვინტრა, ხუანფრანი, ბარკერო, ნავარო - ბაპტიშტა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12-8 (4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 20 100
დეპორტივო-გრანადა 0:3
გოლები: 0:1 მარჩენა (45 ს.კ.), 0:2 იგჰალო (51), 0:3 სიკეირა (95-პენ)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, მარჩენა, ზე კაშტრო, ევალდო - ბერგანტინიოსი (78. ხ. დომინგესი), ასუნსაო - გამა (46. ოლივეირა), პიცი, სალომაო (63. ვალერონი) - რიკი.
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი (52. ორტისი), ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - რესიო, მ. რიკო - ტორჟე, არანდა, ნოლიტო (81. ირინეი) - იგჰალო (69. ბუონანოტე).
გაფრთხილება: ზე კაშტრო, ოლივეირა, მარჩენა - მაინსი, რიკო, სიკეირა
გაძევება: მ. პაბლო (94)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 15-14 (1-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 27 300
რეალი-სევილია 4:1
გოლები: 1:0 ბენზემა (17), 2:0 რონალდო (26), 3:0 რონალდო (46), 4:0 რონალდო (58), 4:1 დელ მორალი (87)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა, ალბიოლი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო - ესიენი, მოდრიჩი - ბენზემა (67. კალეხონი), კაკა (67. პეპე), რონალდო (62. მორატა) - იგუაინი.
სევილია (4-3-3): ბეტო - კოკე, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი (71. მორენო), მადურო, კონდობია (77. ერვასი) - ხესუს ნავასი, ნეგრედო, რეიესი (70. დელ მორალი).
გაფრთხილება: იგუაინი, კაკა, არბელოა, მოდრიჩი, მორატა - ნავასი, მადურო
გაძევება: იგუაინი (66), მადურო (64)
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18-12 (10-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 65 000
ბარსელონა-ხეტაფე 6:1
გოლები: 1:0 სანჩესი (6), 2:0 მესი (13), 3:0 ვილია (58), 4:0 ტელიო (78), 4:1 ა. ვასკესი (83), 5:1 ინიესტა (90), 6:1 პიკე (92)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო (46. დანი ალვეში), პიკე, პუიოლი (75. მასკერანო), ალბა - ტ. ალკანტარა, სონგი, ინიესტა - სანჩესი (72. ტელიო), მესი, ვილია.
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, ლოპო, ალექსისი, ესკუდერო - ბარადა (69. სარაბია), დ. კასტრო, გავილანი (64. პედრო ლეონი) - კოლუნგა (72. ა. ვასკესი).
გაფრთხილება: სონგი - ლოპო, კასტრო
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 17-6 (9-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 85 610
სარაგოსა-სოსიედადი 1:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (11), 0:2 აგირეჩე (32), 1:2 აპონიო (91-პენ)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ალვარო, პარედესი, ექტორი - მოვილია (27. ხ. ფერნანდესი), რომარიკი - ვ. როდრიგესი (46. ბიენვენუ), აპონიო, მონტანიესი (71. როჩინა) - პოშტიგა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი (88. ესტრადა), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (77. პარდო) - ველა (72. გ. კასტრო), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე.
გაფრთხილება: ექტორი, ალვარო, სეპუნარუ, პოშტიგა
გაძევება: ექტორი (22)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 11-5; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 10-14 (3-7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 25 840
ბილბაო-ესპანიოლი 0:4
გოლები: 0:1 მორენო (28), 0:2 ვ. სანჩესი (57), 0:3 სტუანი (58), 0:4 ვერდიუ (75-პენ)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ლაპორტე, სან ხოსე, აურტენეჩე (58. ტოკერო) - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (23. ი. გომესი) - ადურისი.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი (67. მატიონი), კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი - სტუანი, ვერდიუ (81. ალფონსო), სიმაო (52. ვ. ალვარესი) - ს. გარსია.
გაფრთხილება: სან ხოსე, ლაპორტე - სიმაო, სტუანი, ს. გარსია, კასილია, კაპდევილა, ფორლინი, სანჩესი
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 16-9 (5-5); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 29 200
ვალეკანო-ატლეტიკო 2:1
გოლები: 1:0 ლ. ბანგურა (3), 2:0 ლეო კარილიო (32), 2:1 ფალკაო (94)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, გალვესი, ამატი, კასადო - ტრაშორასი, ფუეგო - ლ. ბანგურა (67. ხუან კარლოსი), ა. დომინგესი (85. ადრიანი), პიტი - ლეო კარილიო (74. დელიბაშიჩი).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, კატა დიასი, ფილიპე ლუიში - გაბი. სუარესი (71. კ. როდრიგესი) - კოკე (81. ოლივერი), რაულ გარსია, ადრიან ლოპესი (46. არდა თურანი) - ფალკაო.
გაფრთხილება: ფუეგო, ტრაშორასი - დიასი, გაბი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-20 (3-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 12 800
11 თებერვალი
ბეტისი-ვალიადოლიდი 00:30
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი).
მომდევნო ტური
15 თებერვალი
სევილია-დეპორტივო.
16 თებერვალი
ხეტაფე-სელტა, მალაგა-ბილბაო, გრანადა-ბარსელონა, ოსასუნა-სარაგოსა.
17 თებერვალი
რეალ სოსიედადი-ლევანტე, ვალენსია-მალიორკა, ვალიადოლიდი-ატლეტიკო, ესპანიოლი-ბეტისი, რეალი-რაიო ვალეკანო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: დიეგო ლოპესი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ