"ლევანტემ" სამიზნეში მილანის "ინტერის" 30 წლის ვარსკვლავი ანტონიო კასანო ამოიღო.
ამის შესახებ იტალიურ პრესას "ლევანტეს" ვიცე-პრეზიდენტმა ტომას პერეს ფონტელიესმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ კასანოს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს - მადრიდის "რეალში" თამაშობდა.
ამ სეზონში კასანო კარგად თამაშობს - 27 მატჩში, "ინტერის" მაისურით, 7 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა.
ასევე იხილეთ:
ანტონიო კასანო: მილანის "ინტერის" ჩამოწერა ნაადრევია