გაისკა მენდიეტა დიჯეი გახდა

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი გაისკა მენდიეტა პროფესიას იცვლის - დიჯეი ხდება.

მენდიეტას ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორიც "ვალენსია", "ლაციო" და "ბარსელონაა". ახლახან გაისკა ერთ-ერთ ღამის კლუბში დიჯეის ვაკანტურ ადგილზე მოეწყო და ნახევარ განაკვეთში იმუშავებს.

მისი დებიუტი ახალ პროფესიაში რამდენიმე კვირის წინათ ლონდონში შედგა. 38 წლის ექსფეხბურთელმა საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა.

საფეხბურთო კარიერა მენდიეტამ 2008 წელს დაასრულა. მისი ტრანსფერი "ვალენსიადან" "ლაციოში" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია - რომაულმა კლუბმა ესპანელში 48 მილიონი ევრო გადაიხადა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გაისკა მენდიეტა: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას"
ზაფხულში დატოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული