ჩავი: გაგვიხსენებენ, როგორც 30 წლის წინანდელ "ლეიკერსს"

AutoSharing Option
"ბარსელონას" 33 წლის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის საიტს.

ინტერვიუში ჩავიმ აღნიშნა, რომ "ბარსა" უდიდეს სიმაღლეებს შეეჭიდა: "შედარებისთვის შემიძლია 30 წლის წინანდელი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მაგალითი მოვიყვანო, რომელსაც ყველა იხსენებს, როგორც დიდ გუნდს. მოვა დრო და ჩვენც ასე მოგვიგონებენ".

ნახევარმცველი ამბობს, რომ "ბარსას" ყველა მწვრთნელი დიდებული იყო: "იოჰან კრუიფის ჩაყრილი საფუძველი ღირსეულად გააგრძელა ყველა მწვრთნელმა: პეპმა, ვილანოვამ, ახლა როურამ. მე სხვანაირი ფეხბურთი როგორია, არც კი ვიცი".

ამასთან, ჩავიმ აღიარა, რომ თავიდან გუნდი ფრანკ რაიკაარდს მისტიროდა და
ხოსეპ გვარდიოლას
შესაძლებლობების მაინცდამაინც არ სჯეროდა: "რაიკაარდმა ნამდვილი რევოლუცია მოაწყო გუნდში, მუდმივად ტონუსში ვიყავით და როცა პეპი მოვიდა, ზურგიდან მოგვაძახა - ჰელოუ, გააკეთეთ მეკარესთან 2X1. ჩვენი რეაქცია იყო ასეთი: რაა? შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, თქვენ ძალიან კარგად იცით".

ასევე იხილეთ:
ჩავი: "მილანი" "ბარსელონასთვის" ყოველთვის რთული მეტოქე იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული