მართალია, ამის შესახებ ოფიციალური შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ საუდის არაბეთში უკვე ტრიალებს სარეკლამო კლიპი, სადაც გულშემატკივრებს "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ამხანაგურ მატჩს ჰპირდებიან.
ეს მატჩი ახალი ჩქაროსნული რკინიგზის გახსნას უნდა მიეძღვნას მედინასა და მექას შორის (450 კილომეტრი). რკინიგზას 12 ფირმისგან შემდგარი ესპანური კონსორციუმი აშენებს და მას უკვე ეწოდა "უდაბნოს მაგისტრალი" (ან "პილიგრიმების მაგისტრალი"). პროექტის ბიუჯეტი 6,7 მილიარდი ევროა
ასევე იხილეთ:
რეალი VS ბარსელონა - 2013 წლის პირველი "ელ კლასიკო" [VIDEO]