ელ კლასიკო მექაში!

AutoSharing Option
ესპანური ფეხბურთის კლასიკო, დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის... მუსლიმანთა წმინდა ქალაქ, მექაში გაიმართება.

მართალია, ამის შესახებ ოფიციალური შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ საუდის არაბეთში უკვე ტრიალებს სარეკლამო კლიპი, სადაც გულშემატკივრებს "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ამხანაგურ მატჩს ჰპირდებიან.

ეს მატჩი ახალი ჩქაროსნული რკინიგზის გახსნას უნდა მიეძღვნას მედინასა და მექას შორის (450 კილომეტრი). რკინიგზას 12 ფირმისგან შემდგარი ესპანური კონსორციუმი აშენებს და მას უკვე ეწოდა "უდაბნოს მაგისტრალი" (ან "პილიგრიმების მაგისტრალი"). პროექტის ბიუჯეტი 6,7 მილიარდი ევროა
და მშენებლობა 2016 წელს დასრულდება - "რეალის" და "ბარსელონას" დაპირისპირებაც იმ დროისთვის გაიმართება.

ასევე იხილეთ:
რეალი VS ბარსელონა - 2013 წლის პირველი "ელ კლასიკო" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული