პირველი თამაში 1:1 დასრულდა: სესკ ფაბრეგასის გოლს რაფაელ ვარანმა უპასუხა.
მადრიდში არ მალავენ, რომ ეს თამაში სანახევროდ გადაწყვეტს, იქნება თუ არა ეს სეზონი "რეალისთვის" წარმატებული (მეორე ნახევრის ბედი "ოლდ ტრეფორდზე" გაირკვევა). არც "ბარსელონა" უჩივის უმოტივაციობას, მით უფრო, "მილანთან" უგერგილო წაგების შემდეგ.
ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით, "სამეფო კლუბი" ბარსელონაში თამაშის დღეს ჩავა, უარს იტყვის ღამის სასტუმროში გატარების ტრადიციისგან. მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად მეტოქის
რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ჟოზემ უკვე გააკეთა არჩევანი გონსალო იგუაინის სასარგებლოდ და ცენტრფორვარდის პოზიციას არგენტინელს ჩააბარებს.
ჯერ კიდევ გასარკვევია ანხელ დი მარიას საკითხი. დი მარია შაბათის (უკვე ჩემპიონატის) კლასიკოს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, თუმცა შეიძლება ახლაც არ იყოს სასტარტოში. მოურინიო ძალიან უკმაყოფილოა არგენტინელის ქცევით მოედანზე და მის გარეთ. სამაგიეროდ, კაკაა ბრწყინვალე ფორმაში. ასე რომ, კაკა ცენტრფორვარდის უკან ითამაშებს, მესუთ იოზილი კი მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლებს.
სხვათა შორის, ცნობილმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა აღნიშნა, რომ კლასიკო ერთ-ერთი ყველაზე იოლად განსასჯელი მატჩია.
ასევე იხილეთ:
პეპე: ესპანეთის თასის ფინალში გასვლას შევძლებთ