ჟორდი როურა: ლიონელ მესის შესაძლებლობებში დაეჭვება როგორ შეიძლება?!

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც 26 თებერვალს, გვიან "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟორდი როურამ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი "მილანთან" წაგებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ კრიტიკის ობიექტი გახდა.

როურამ გაკვირვება "რეალთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე გამოხატა:

"როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ მესის გუნდისთვის სარგებლობა აღარ მოაქვს?! ის ძალიან საჭირო მოთამაშეა.

საერთოდ კი, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, უკეთესი იყოს. მოდით, დავიცადოთ და ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა პროგრესს ლეო მომავალშიც.

იქამდე კი, ვფიქრობ, რომ მისი თამაშის
განსჯა და მის შესაძლებლობებში დაეჭვება დაუშვებელია",
- თქვა როურამ.

ასევე იხილეთ:
ბარსელონა VS რეალი - ღამის ბარსელონა საშიშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული