"სევილიას" შავკანიანმა მცველმა ჟოფრეი კონდობიამ დიეგო კოშტა მაიმუნად მოიხსენია [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "სევილიასა" და "ატლეტიკოს" შორის მართლაც სკანდალური გამოდგა - გარი მედელის გაძევებასა და დებოშზე უკვე ვწერდით; არც "სევილიას" მეორე ფეხბურთელმა დააკლო, რომელიც მატჩის მიწურულს გააძევეს - საუბარი ჟოფრეი კონდობიაზეა.

მატჩის მიწურულს "სევილიას" ფრანგი მცველი "ატლეტიკოს" ბრაზილიელ ფორვარდ დიეგო კოშტას ეუხეშა, შემდეგ კი ძირს დავარდნილს ფეხი დააბიჯა. ამის გამო 20 წლის კონდობია მსაჯმა გააძევა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იმსჯელა ამ საკითხზე და დადგინდა, რომ კონდობიამ მეტოქეს ძალით ჩაარტყა ფეხი, როცა ის წაქცეული იყო. ფრანგ მცველს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ამასობაში კონფლიქტმა მას და დიეგო კოშტას შორის რასისტული ელფერი შეიძინა - ჟოფრეი კონდობიამ "ტვიტერით" პირდაპირ მისწერა ბრაზილიელს შეურაცხმყოფელი ტექსტი: "შემდეგში, მისტერ კოშტა, თქვენთვის შემოინახეთ მაიმუნის გრიმასები, თავადვე გამოგადგებათ".

რაც შეეხება დასჯას, "სევილიას" მცველი აღშფოთებულია: "კარიერაში პირველად გამაძევეს და ამისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტი მგონია". შეგახსენებთ, რომ ჟოფრეი კონდობია შავკანიანი ფეხბურთელია, დიეგო კოშტა კი - თეთრკანიანი.

"სევილიამ" შეიტანა აპელაცია და სავარაუდოდ, ჟოფრეი კონდობიას 2 მატჩამდე დაუყვანენ დისკვალიფიკაციას, რომელიც სათასო თამაშებზე ვრცელდება. ასე რომ, ის და გარი მედელი ორშაბათს "სანჩეს პისხუანზე" "სელტას" წინააღმდეგ ითამაშებენ.

გარი მედელი მოწყობილი დებოშისთვის 3 მატჩით დაისაჯა, ფეხბურთელებს და "სევილიას" დაეკისრათ ფულადი ჯარიმები. მედელის დისკვალიფიკაციაზე კლუბს სარჩელი არ შეუტანია.

Sportall.Ge

ეპიზოდი, რის გამოც ჟოფრეი კონდობია გააძევეს

Sportall.Ge

ჟოფრეი კონდობია (მარცხნივ) 4 მატჩით, გარი მედელი კი 3 მატჩით დაისაჯნენ

VideoSportall.Ge
სევილიას ფეხბურთელმა სიბრაზისგან სკამი გატეხა


ასევე იხილეთ:
"სევილიას" ფეხბურთელმა ერთ მეტოქეს ხელი მოსტეხა, მეორე ჩაწიხლა, პოლიციელს კი სკამი ესროლა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
4 მატცი ბევრია ცემის აზრიიტ
kavani111
18:48 01-03-2013
0

სიახლეები პოპულარული