მატჩის მიწურულს "სევილიას" ფრანგი მცველი "ატლეტიკოს" ბრაზილიელ ფორვარდ დიეგო კოშტას ეუხეშა, შემდეგ კი ძირს დავარდნილს ფეხი დააბიჯა. ამის გამო 20 წლის კონდობია მსაჯმა გააძევა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იმსჯელა ამ საკითხზე და დადგინდა, რომ კონდობიამ მეტოქეს ძალით ჩაარტყა ფეხი, როცა ის წაქცეული იყო. ფრანგ მცველს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
რაც შეეხება დასჯას, "სევილიას" მცველი აღშფოთებულია: "კარიერაში პირველად გამაძევეს და ამისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტი მგონია". შეგახსენებთ, რომ ჟოფრეი კონდობია შავკანიანი ფეხბურთელია, დიეგო კოშტა კი - თეთრკანიანი.
"სევილიამ" შეიტანა აპელაცია და სავარაუდოდ, ჟოფრეი კონდობიას 2 მატჩამდე დაუყვანენ დისკვალიფიკაციას, რომელიც სათასო თამაშებზე ვრცელდება. ასე რომ, ის და გარი მედელი ორშაბათს "სანჩეს პისხუანზე" "სელტას" წინააღმდეგ ითამაშებენ.
გარი მედელი მოწყობილი დებოშისთვის 3 მატჩით დაისაჯა, ფეხბურთელებს და "სევილიას" დაეკისრათ ფულადი ჯარიმები. მედელის დისკვალიფიკაციაზე კლუბს სარჩელი არ შეუტანია.
ეპიზოდი, რის გამოც ჟოფრეი კონდობია გააძევეს
ჟოფრეი კონდობია (მარცხნივ) 4 მატჩით, გარი მედელი კი 3 მატჩით დაისაჯნენ
Video
სევილიას ფეხბურთელმა სიბრაზისგან სკამი გატეხა
სევილიას ფეხბურთელმა სიბრაზისგან სკამი გატეხა
ასევე იხილეთ:
"სევილიას" ფეხბურთელმა ერთ მეტოქეს ხელი მოსტეხა, მეორე ჩაწიხლა, პოლიციელს კი სკამი ესროლა... [VIDEO]