"მომეწონა ჩემი გუნდის თამაში და ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი. ახლოს ვიყავით, რომ "ბერნაბეუდან" ქულა წაგვეღო. აქ ყოველთვის რთულია თამაში.
პენალტი? არ მინდა მსაჯობაზე საუბარი. ადამიანებს შეუძლიათ გამეორება ნახონ, იქ ყველაფერი ნათელია.
ალვესის მიმართ შეძახილები? უკომენტაროდ. "რეალის" ქომაგებმა საკუთარი თავი ბოლომდე გამოიჩინეს", - თქვა როურამ.
მომზადებულია barcastuff-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
რეალი-ბარსელონა 2:1 - კატალონიელთა მესამე მტკივნეული მარცხი [VIDEO]