ჟერარდ პიკე: ეს გუნდი, იმ "ბარსელონას" სჯობს, რომელმაც ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ მადრიდის "რეალთან" (1:2) ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ მსაჯობაზე დაიჩივლა.

"ადრიანოს ეპიზოდში პენალტი ნათელი იყო და ჩვენ დავიმსახურეთ ფრე. ვუთხარით არბიტრს, რომ 11-მეტრიანი იყო, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. არბიტრის შეცდომებმა ყოველთვის შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედოს.

ვიცოდით, რომ აუცილებლად წავაგებდით, თუ შეხვედრაში არბიტრი ჩაერეოდა. უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, რომ მსაჯის მსგავსი გადაწვეტილებებისგან დამოუკიდებლად გავიმარჯვოთ.

მესმის, რომ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, თუმცა გუნდის მჯერა. ეს საუკეთესო გუნდია, სადაც ოდესმე მითამაშია. ეს გუნდი სჯობს, იმ "ბარსელონას", რომელმაც ორი ჩემპიონთა ლიგა
მოიგო",
- თქვა პიკემ.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
რეალი-ბარსელონა 2:1 - კატალონიელთა მესამე მტკივნეული მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული