ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური: ესპანური კურიოზი - ლიდერი შავ დღეშია [VIDEO]

AutoSharing Option
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია - უეფას რეიტინგით საუკეთესო ეროვნულ ჩემპიონატს დიდი უპირატესობით ლიდერობს გუნდი, რომელსაც, ჩვენი აზრით, ახლა ძალიან უჭირს და შემოქმედებითი კრიზისი აქვს.

"ბარსელონამ" ზედიზედ მეორე კლასიკო წააგო, თანაც ამჯერად "რეალის" თითქმის სათადარიგო შემადგენლობასთან.

ზედიზედ მესამე გამარჯვება და 3-დღიანი შვებულება
როგორც წესი, "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ლა ლიგაში ყველაზე ცოტა მაყურებელი დადის, "სარაგოსას" სტუმრობამ კი მადრიდელი გულშემატკივრის დაინტერესება საერთოდ არ გამოიწვია - 7 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი მივიდა.

არადა, "ხეტაფე" ბრწყინვალე ფორმაშია და შეუძლია ევროსაგზურისთვისაც იბრძოლოს.

სხვათა შორის, "ხეტაფეს" თავკაცი ლუის
გარსია
მატჩის წინ ფეხბურთელებს შეპირდა, თუკი ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვებას იზეიმებდნენ, გუნდს სამ-დღიან შვებულებაში გაუშვებდა.

ამ მოტივატორმა გაჭრა, "ხეტაფემ" ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, პედრო ლეონის დაბალ ჩაწოდებას ლამის მეკარის ხაზზე ადრიან კოლუნგა გამოეხმაურა, მეორე ტაიმში კი სერხიო ესკუდერომ ჯარიმიდან გაიტანა, ბურთი "ცოცხალ კედელს" მოხვდა და სულ სხვა კუთხეში გავიდა, ვიდრე "სარაგოსას" დუბლიორი გოლკიპერი პაბლო ალკოლეა ელოდა.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ერთნაირი დარღვევისთვის (ხელით თამაში) ჯერ სტუმართა მცველი გლენ ლოოვენსი გააძევეს, შემდეგ "ხეტაფეს" ლიდერი - პედრო ლეონი.

მესი დი სტეფანოს გაუტოლდა
ჟოზე მოურინიომ კლასიკოების იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა - 11-დან 7 პოზიციაზე სათადარიგო ფეხბურთელი დააყენა (დიეგო ლოპესი დარჩენილ 4-ში დავტოვეთ, რადგან იკერ კასილიასს ფიზიკურად არ შეეძლო თამაში) - "რეალი" "ბარსას" 16 ქულით ჩამორჩებოდა, "სამეფო კლუბს" კი წინ სეზონის ერთ-ერთი საკვანძო მატჩი ელის "ოლდ ტრეფორდზე".

პირველ ტაიმში ორი გოლი გავიდა - ალვარო მორატა მარცხენა ფლანგზე კარგად გაისარჯა და მას ამაგი ქარიმ ბენზემამ არ დაუკარგა. შემდეგ დანი ალვეშის ბრწყინვალე პასით ლეო მესიმ გაათანაბრა.

აქ უნდა შევჩერდეთ, რადგან ეს მესის ზედიზედ მე-16 ტურში გატანილი ბურთია და მე-18 კლასიკოებში. ლეო კლასიკოების ყველა დროის ბომბარდირ ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.

მეორე ტაიმში ჟოზემ ბრძოლაში კრიშტიანო რონალდო ჩართო და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა - პორტუგალიელი ძალიან სახიფათო იყო, განსაკუთრებით ჯარიმებიდან. გამარჯვების გოლი კი სერხიო რამოსმა თავურით (ლუკა მოდრიჩის ჩაწოდება) გაიტანა და "რეალმა" კრიზისში მყოფი "ბარსა" 2:1 დაამარცხა.

ბოლო წუთზე, მეტად საკამათო ეპიზოდში პერეს ლასამ არ დანიშნა პენალტი, როცა სერხიო რამოსმა ადრიანო საჯარიმოში მოცელა.

სტუმართა პროტესტს მხოლოდ ვიქტორ ვალდესის გაძევება მოჰყვა.

VideoSportall.Ge
რეალი - ბარსელონა 2:1


"დეპორი" კვდება
მართალია, "დეპორტივომ" ამჯერად აღარ წააგო (ზედიზედ 6 მარცხის მერე), მაგრამ ბევრსაც ვერაფერს მიაღწია. ის კი არა, რომ არა დანიელ არანსუბიას კარგი თამაში კარში, ლასანა ბანგურას და კომპანიას შეეძლო მადრიდში 3 ქულის წაღება.

თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ბოლოადგილოსანი კარლოს მარჩენამ დააღალატა, ვეტერანი მსოფლიოს ჩემპიონი გააძევეს.

ბიელსა სუსაეტას სუპერგოლმა იხსნა
მარსელო ბიელსა უმუშევრობისგან მარკელ სუსაეტამ იხსნა, რომელმაც ნავარულ-ბასკური დერბის ერთადერთი და თანაც როგორი, გოლი გაიტანა - იბაი გომესის ჩაწოდებულს მან ფეხი ყოველგვარი დამუშავების გარეშე მოსცხო.

არადა, მანამდე "ბილბაო" ისე უნიათოდ თამაშობდა, რომ ყველა ბასკთა მორიგ მარცხს ელოდა.

პამპლონაში "ატლეტიკმა" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო და უშუალო კონკურენტ "ოსასუნას" 1 ქულით გადაუსწრო.

"ღამურები" და აუტები
ვალენსიურ დერბის ბოლოს "ვალენსიამ" დასანანი გოლი გაუშვა და ასე საჭირო სამი ქულა ხელიდან გაუშვა - "ლევანტე" გამოცდილმა ნახევარმცველმა ხოსე ხავიერ ბარკერომ იხსნა.

ანგარიში "ლევანტემ" გახსნა - ვისენტე იბორას თავზე აუტიდან (!) ჩაუწოდეს. ჟონასმა "ლევანტეს" საჯარიმოში გაუგონარი ქაოსით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რობერტო სოლდადომ სუპერგოლით წინ გაიყვანა "ღამურები".

მეორე ტაიმში იმავე სოლდადოს შეეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ "ვალენსიას" ბომბარდირს ჯერ გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ მან ხარიხას გაარტყა ბურთი.

სხვათა შორის, ბარკერომაც საგოლე პასი აუტით მიიღო.

გადამწყვეტი თავური
მსაჯის მიერ დამატებულ დროში ებრაელი ფორვარდის, ტომერ ჰემედის დარტყმული "გრანადას" მეკარემ აშკარად ხაზს იქიდან მოიგერია, ეს კარგა დ შენიშნა მსაჯმა და "მალიორკამ" ასე ნანატრი მოგება გაიფორმა, თანაც სტუმრად უშუალო კონკურენტთან და მას მერე, რაც ნოლიტოს თავურით "გრანადა" დაწინაურდა.

ნოლიტოს გოლს ალფარომ მაშინვე უპასუხა, კვანძი კი ბოლოსღა გაიხსნა, გრეგორიო მანსანომ "მალიორკაში" დაბრუნების შემდეგ პირველად მოიგო.

"ესპანიოლი" და "ვალიადოლიდი" მშვიდობით დაცილდნენ ერთმანეთს. გოლები ვერც "მალაგამ" და "ატლეტიკომ" გაიტანეს, შედეგად - "რეალი" "ატლეტიკოს" 2 ქულამდე მიუახლოვდა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური
ხეტაფე-სარაგოსა 2:0
გოლები: 1:0 კოლუნგა (21), 2:0 ესკუდერო (60)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, ფ. ფერნანდესი, ალექსისი, ესკუდერო - ბორხა, ლასენი - პედრო ლეონი, ბარადა (87. ფრაილე), დ. კასტრო (83. გავილანი) - კოლუნგა (75. ალვარო).
სარაგოსა (4-2-3-1): ალკოლეა - სეპუნარუ, ალვარო, ლოოვენსი, აბრაამი - ხოსე მარი, მოვილია (50. ვ. როდრიგესი) - როჩინა (76. ე. ორიოლი), ბაბოვიჩი (73. ხ. ფერნანდესი), მონტანიესი - პოშტიგა.
გაფრთხილება: ალექსისი, ბორხა, ლასენი, პედრო ლეონი - ლოოვენსი, ალვარო, ხოსე მარი
გაძევება: ლოოვენსი (59), პედრო ლეონი (63)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-12 (4-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 7 200

რეალი-ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (5), 1:1 მესი (18), 2:1 ს. რამოსი (82)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ესიენი, ვარანი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო (68. არბელოა) - პეპე, მოდრიჩი - კალეხონი, კაკა (57. ხედირა), მორატა - ბენზემა (56. რონალდო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ტ. ალკანტარა (84. ტელიო), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (76. ადრიანო), მესი, ვილია (66. ა. სანჩესი).
გაფრთხილება: რამოსი, კოენტრაო, მორატა, არბელოა - ალბა, პიკე, ალკანტარა, ალვეში, ინიესტა, ვალდესი
გაძევება: ვალდესი (94)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-5 (6-2); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 78 000

დეპორტივო-ვალეკანო 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - სილვიო, მარჩენა, ზე კაშტრო, აიოსე - პ. ასუნსაო (65. ხ. დომინგესი), აგილარი - გამა (77. ოლივეირა), ვალერონი, პიცი - რიკი (20. სალომაო).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, კასადო - ტრაშორასი, ფუეგო (81. ადრიანი) - ლ. ბანგურა, ა. დომინგესი (73. დელიბაშიჩი), პიტი - ლეო კარილიო (68. ხოსე კარლოსი).
გაფრთხილება: ზე კაშტრო, მარჩენა - ფუეგო, გალვესი, დომინგესი, კასადო, ამატი
გაძევება: მარჩენა (85)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-18 (4-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 28 500

ოსასუნა-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 სუსაეტა (63)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი -ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია (84. პუნიალი) - ლოლო, ფ. სილვა - არმენტეროსი, ოიერი (69. ხ. ლორენტე), დე ლას კუევასი (65. მასუდი) - კიკე სოლა.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტე, აურტენეჩო - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა (90. ტოკერო), დე მარკოსი (70. ეკიზა), ი. გომესი - ადურისი (59. ფ. ლორენტე).
გაფრთხილება: ხ. ლორენტე - იტურასპე, სან ხოსე, ანდერი, ირაისოსი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 18-7 (6-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 18 200

ვალენსია-ლევანტე 2:2
გოლები: 0:1 იბორა (16), 1:1 ჟონასი (27), 2:1 სოლდადო (45+3), 2:2 ბარკერო (89)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რუისი, მატიო, გუარდადო - ალბელდა (90. ვიერა), პარეხო - ფეგული, კანალესი (72. ტინო კოსტა), ჟონასი (77. ვალდესი) - სოლდადო.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვინტრა, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი (57. მიჩელი) - რიოსი (79. ხუანლუ), ბარკერო, რუბენ გარსია - აკვაფრესკა (57. მარტინსი).
გაფრთხილება: გუაიტა, გუარდადო - ბარკერო, ვინტრა, იბორა, ნავარო, ბალესტეროსი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19-8 (6-4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 39 000

გრანადა-მალიორკა 1:2
გოლები: 1:0 ნოლიტო (8), 1:1 ალფარო (12), 1:2 ჰემედი (93)
გრანადა (4-4-2): ტონიო - ორტისი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ბუონანოტე (86. ტორჟე), მ. რიკო, რესიო, ნოლიტო (65. ბრაიმი) - არანდა, იგჰალო (72. ელ-არაბი).
მალიორკა (4-3-3): ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ა. ასუნსაო, ლუნა - ტისონე (80. მარკესი), მარტი, პინა - ალფარო (86. მ. პერეირა), ვიქტორი (70. ჰემედი), ჯოვანი დოს სანტოსი.
გაფრთხილება: იგჰალო - ლუნა, ჰატონი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-8 (5-5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 18 000

ესპანიოლი-ვალიადოლიდი 0:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო (37. კ. გომესი), მორენო, კაპდევილა - რ. როდრიგესი, ვ. სანჩესი - ლონგო (46. ვაკასო), ვერდიუ, სიმაო - ს. გარსია.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, რუედა, ბალენსიაგა - სასტრე, რუბიო - ლარსონი, ბუენო (66. ოსკარი), ომარი - მანუჩო (79. გერა).
გაფრთხილება: ლარსონი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-7 (0-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 27 000

მალაგა-ატლეტიკო 0:0
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი (62. ლუგანო), ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი - ხოაკინი (65. იტურა), პიაზონი, ისკო (72. სება ფერნანდესი), პორტილიო - სანტა კრუზი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - არდა თურანი, მ. სუარესი, კოკე, კ. როდრიგესი (66. რაულ გარსია) - ფალკაო, დ. კოშტა (61. ადრიან ლოპესი).
გაფრთხილება: ველიგტონი, ტულალანი - ხუანფრანი, სუარესი, კოშტა, კოკე
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-15 (2-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 29 000

სოსიედადი-ბეტისი 3:3
გოლები: 0:1 მოლინა (30), 0:2 პაბონი (49), 1:2 ველა (51), 2:2 ი. მარტინესი (56), 3:2 ჩაბი პრიეტო (62-პენ), 3:3 პაბონი (66)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ზურუტუზა (72. პარდო) - ველა, ჩაბი პრიეტო (79. იფრანი), გრიზმანი - აგირეჩე.
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ა. ლოპესი, მარიო, ამაია, ნაჩო - კანიასი, ბენიატი (83. ჩიკა) - კემპბელი (71. ნონო), პაბონი, ხუან კარლოსი (62. რ. კასტრო) - მოლინა.
გაფრთხილება: კ. მარტინესი - კემპბელი, ბენიატი, ლოპესი, კანიასი, ჩიკა
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 14-17 (7-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 25 000

4 მარტი
სევილია-სელტა 00:30

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 39 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი).

მომდევნო ტური
8 მარტი
ბეტისი-ოსასუნა.

9 მარტი
რაიო ვალეკანო-ესპანიოლი, ვალიადოლიდი-მალაგა, ბარსელონა-დეპორტივო, მალიორკა-სევილია.

10 მარტი
ბილბაო-ვალენსია, ლევანტე-ხეტაფე, სელტა-რეალი, ატლეტიკო-რეალ სოსიედადი.

11 მარტი
სარაგოსა-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალი-ბარსელონა 2:1 - კატალონიელთა მესამე მტკივნეული მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული