ესპანეთის სამეფო თასის ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება

AutoSharing Option
გინდ დაიჯერეთ და, გინდ არა - ესპანეთის თასის ფინალი მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

მხარეებმა თავად მოილაპარაკეს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ხელი არ შეუშლია - "ატლეტიკო" დათანხმდა თასის ფინალი "რეალს" მისსავე მოედანზე ეთამაშოს.

გაირკვა თამაშის გამართვის დროც: 17 მაისს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე.

თითოეულ გუნდს გულშემატკივრებისთვის 30-30 ათასი ბილეთი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" თასის ნახევარფინალში "ბარსელონა" გამოთიშა, ხოლო "ატლეტიკომ" "სევილიას" აჯობა.

ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ მთავარი და გადამწყვეტი აღმოჩნდა "სანტიაგო ბერნაბეუს" ტევადობა: "ორი კლუბი ყველა დეტალზე შეთანხმდა,
რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენს სტადიონზე თამაში იმიტომ იმართება, რომ უფრო მეტ მაყურებელს იტევს. იმედია, ფინალი ფეხბურთის ზეიმად იქცევა
", - განაცხადა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ახლა კი "რეალის" ფუნქციონერმა.

სხვათა შორის, ჟოზე მოურინიომ და დიეგო სიმეონემ წინასწარ განაცხადეს, რომ კლუბების გადაწყვეტილებას დაელოდებიან, რომ მათთვის ნებისმიერ სტადიონზეა მისაღები თამაში.

ასევე იხილეთ:
კოპა დელ რეი: მადრიდული ფინალი "კამპ ნოუზე"?
სად ჩატარდება ესპანეთის თასის ფინალი?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული