ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" 25 მარტს დაუბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კლუბის ერთ-ერთმა ბოსმა, კარლოს რექსაჩმა დაადასტურა, რომ გუნდს მალე დაუბრუნდება ტიტო ვილანოვა.

რექსაჩმა ზუსტი თარიღიც დაასახელა - 25 მარტი.

შეგახსენებთ, რომ თუკი "ბარსელონა" "მილანს" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან ვერ გამოაგდებდა, ტიტოს ნიუ იორკში მკურნალობის კურსის მშვიდად დასრულების შესაძლებლობა ექნებოდა, ხოლო ლა ლიგაში ისევ ჟორდი როურა გააგრძელებდა გუნდის გაწვრთნას.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 2,3 და 9,10 აპრილს გაიმართება. ასე რომ, "ბარსას" უკვე 44 წლის ვილანოვა გაიყვანს სათამაშოდ.

"ბარსელონას" მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა იმ შემთხვევაში
დაბრუნდება, თუ "ბარსელონა" "მილანის" ბარიერს გადალახავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული