"ატლეტიკო": რადამელ ფალკაო ყველასთვის 60 მილიონი ღირს... "რეალისთვის" კი - 75 მილიონი

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ერთი ცხადია, მადრიდულ კლუბს ძალიან გაუჭირდება 26 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება, რადგან თითქმის ყველა გრანდს მისი ყიდვა სურს.

არცთუ დიდი ხნის წინათ "ჩელსი" მადრიდელებს 55 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო. ესპანური პრესის ცნობით, "ატლეტიკო" ფალკაოს ყველასთვის 60 მილიონ ევროდ აფასებს.

ყველასთვის, გარდა "რეალისა". თუკი "რეალს" მართლა სურს რადამელის ყიდვა, "სამეფო კლუბმა" 75 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

"ატლეტიკოს" ბოსებმა კარგად იციან, რა უკმაყოფილებას გამოიწვევს "ელ ტიგრეს" "რეალში" გა
დასვლა კლუბის ფანების თვალში და ამით თავს იზღვევენ.

ასევე იხილეთ:
"ჩელსი" ფალკაოში თითქმის 60 მილიონს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული