ლიონელ მესი: "პლეისთეიშენს" ონლაინ ვთამაშობ ისე, რომ მეტოქეებმა არ იციან ვის ეთამაშებიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ "პლეისთეიშენის" თამაშის დიდი მომხმარებელია. "ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელმა ისიც თქვა, რომ ხშირად ონლაინ ეთამაშება უცნობ ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, ვის წინააღმდეგ უწევთ თამაში.

"პლეისთეიშენს ონლაინ ხშირად ვთამაშობ, ხალხთან მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ ვის ეთამაშებიან. ხანდახან ისინი ბრაზდებიან, როცა პასებს უკან ვაკეთებ და დრო გამყავს", - განაცხადა მესიმ არგენტინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

აქვე მან დაასახელა იმ სპორტსმენთა სია, რომელთა ასპარეზობით აღფრთოვანებულია. ესენია: კობი ბრაიანტი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ
ჯოკოვიჩი
და ალესანდრო დელ პიერო.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესიმ სტეფან ელ-შაარავის მაისურების გაცვლაზე უარი სტკიცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული