მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები ჟოზე მოურინიოს მხარდასაჭერად აქციას მოაწყობენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა რამდენიმე კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯაროდ გამოხატოს მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მხარდაჭერა.

ისინი პორტუგალიელს ზაფხულის მერე "რეალში" დარჩენას სთხოვენ.

ლა ლიგის 30-ე ტურის წინ, რომელსაც "სამეფო კლუბი" "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართავს, გულშემატკივრები აქციას მოაწყობენ ქუჩებში მოურინიოს მხარდასაჭერად.

ინჩადა მეტროსადგურ "ნუევოს მინისტერიოსიდან" დაიძვრება და მსვლელობას "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, ჟოზე მოურინიო სეზონის შემდეგ "რეალის" დატოვებას და ინგლისში დაბრუნებას აპირებს.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული