ისინი პორტუგალიელს ზაფხულის მერე "რეალში" დარჩენას სთხოვენ.
ლა ლიგის 30-ე ტურის წინ, რომელსაც "სამეფო კლუბი" "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართავს, გულშემატკივრები აქციას მოაწყობენ ქუჩებში მოურინიოს მხარდასაჭერად.
ინჩადა მეტროსადგურ "ნუევოს მინისტერიოსიდან" დაიძვრება და მსვლელობას "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, ჟოზე მოურინიო სეზონის შემდეგ "რეალის" დატოვებას და ინგლისში დაბრუნებას აპირებს.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში