ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი გახდა, ვინც 19 გუნდს ზედიზედ გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "სელტასთან" (2:2) ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის რთულია თამაში ნაკრების შეხვედრების შემდეგ.

ისეთ გუნდებთან თამაში, როგორიც "სელტაა", ყოველთვის რთულია. ასეთი მეტოქეები გადარჩენისთვის იბრძვიან და ბოლომდე იხარჯებიან მოედანზე.

ახლა დრო გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მოვემზადოთ, რომელსაც პსჟ-ის წინააღმდეგ გავმართავთ. ეს იქნება რთული და მნიშვნელოვანი მატჩი",
- თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელი გახდა ლა ლიგის ისტორიაში, ვინც 19 გუნდს ზედიზედ გოლი გაუტანა.

VideoSportall.Ge
30.03.13. სელტა - ბარსელონა 2:2


მომზადებულია El
Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული