ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაზე": შენ კვერცხები არ გაქვს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" და "ბარსელონას" დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორია.

მოგეხსენებათ, იბრამ კატალონიურ გუნდში არც ისე წარმატებული სეზონი გაატარა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა და "მილანს" მიაშურა.

იქიდან მოყოლებული, შვედი ხელიდან შანსს არ უშვებდა, რომ "ბარსელონაზე" და განსაკუთრებით, პეპ გვარდიოლაზე რაიმე ცუდი არ ეთქვა.

მოდით, ერთად გავიხსენოთ ყველა ის გამოთქმა, რომელიც 31 წლის ფეხბურთელის და "ბარსელონას" ურთიერთობას უკავშირდება.

"ჟოზე მოურინიო დიდი ვარსკვლავია. ჟოზე გვარდიოლასგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპია. თუ პორტუგალიელი ოთახში შესვლისთანავე გარშემო ყველაფერს ანათებს, გვარდიოლა ფარდას
უშვებს და ირგვლივ ბნელდება. ჩემი აზრით, ის საკუთარ თავს მოურინიოს ადარებს და მისი კომპლექსი აქვს".

როგორც ჩანს, ზლატანის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ლიონელ მესი იყო:

"ბარსელონაში" გადასვლით ბავშვობის ოცნება ავისრულე და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მესიმ არ დაიწყო ლაპარაკი. მას შუაში სურდა თამაში და არა ფლანგზე. ამის გამო გუნდის ტაქტიკა 4-3-3-დან 4-5-1-ზე გადაეწყო და მეც მოედანზე დავკარგე ის სივრცე და თავისუფლება, რომელიც კარგად თამაშისთვის მესაჭიროებოდა".

"ლიონელ მესი საოცარი ფეხბურთელია. ის წარმოუდგენლად ძლიერია, მაგრამ მე მას კარგად არ ვიცნობ. მესი "ბარსელონაში" 13 წლის ასაკში ჩავიდა და მთელი კარიერა ამ გუნდში გაატარა. მას "ბარსელონას" სტილი სისხლში აქვს გამჯდარი და გუნდიც მასზე თამაშობს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ის ბრწყინვალეა, მაგრამ მე ჩავედი "ბარსელონაში" და მასზე მეტი გოლი გავიტანე".

"მე ვუთხარი პეპს ის, რაც ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა: "ენ იყიდე "ფერარი", მაგრამ "ფიატივით" ატარებ". თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შემდეგ გვარდიოლამ ჩემი იგნორირება დაიწყო".

"ბარსელონას" ფეხბურთელებს ვარჯიშებზე სპორტული მანქანებით სიარული აკრძალული ჰქონდათ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იდიოტური აკრძალვა იყო და ერთ-ერთი ვარჯიშზე ჩემი "ფერარი ენცოთი" მივედი. უნდა გენახათ, რა სკანდალი გამოვიწვიე."

"საკუთარი თავი განავალი მეგონა, როდესაც გვარდიოლა გასახდელში იდგა და ისეთი გამომეტყველებით მიყურებდა, თითქოს ზედმეტი ვიყავი და ყველას ხელს ვუშლიდი. ის ნამდვილი ქვის კედელი იყო, აბსოლუტურად უემოციო ჩემს მიმართ და ასეთ დროს მსურდა, რომ სადმე სხვაგან ვყოფილიყავი. შემდეგ მან თავისი ფილოსოფიური სისულელეები დაიწყო. მე მას არ ვუსმენდი, ან რატომ უნდა მომესმინა ამ იდიოტობისთვის?! ის საუბრობდა სისხლზე, ოფლზე, ცრემლებზე და მსგავს სისულელეებზე."

"თუ შენ ჩემთან პრობლემა გაქვს, ეს პრობლემა შენ უნდა მოაგვარო, რადგან ლიდერი და მწვრთნელი ხარ. არ შეიძლება 20 ფეხბურთელთან ნორმალური დიალოგი გქონდეს, ხოლო როდესაც 21-ეს მიადგები
, გვერდზე გაიხედო. ჩემი აზრით, დიდი მწვრთნელი პრობლემებს წყვეტს, პატარა მწვრთნელი კი პრობლემებს გაურბის".

"ხალხი ამბობს, რომ გვარდიოლამ ექვსი ტიტული მოიგო და ის დიდი მწვრთნელია. ამ გუნდის გაწვრთნა მეც შემეძლო. ასეთი გუნდით ტიტულები უნდა მოიგო. ამ ფეხბურთელებს წარმატებით თამაში მწვრთნელის გარეშეც შეუძლიათ. "ბარსელონას" შეიძლება 4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდეს, მაგრამ მაინც იმარჯვოს."

"ის მაჰათმა განდის მაგონებს, როდესაც გასახდელში საკუთარ შეგირდებს ესაუბრება".

"გვარდიოლას სურს, რომ ხალხში იდეალურ ადამიანად გამოჩნდეს. ტაიგერ ვუდსსაც სურდა, რომ იდეალური ყოფილიყო, მაგრამ იდეალური არავინ არის."

"გვარდიოლა მიყურებდა და ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე. ვიფიქრე, რომ ჩემს წინ მტერი იდგა, რომელიც მელოტ თავს იფხანდა. მე მას ვუყვირე: შენ კვერცხები არ გაქვს; მშიშარა ხარ და კიდევ უარესი რაღაცები." - ეს ყველაფერი 2010 წელს, "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური შეხვედრის შესვენებაზე ხდებოდა.

"შენ მოურინიოსი გეშინია. წადი შენი..." - ისევ "ინტერთან" 1/2-ფინალის დროს წარმოთქმული სიტყვიდან.

"ჩემი გუნდიდან გაშვება მხოლოდ ერთ კაცს სურდა. კარიერის განმავლობაში პრობლემა არავისთან მქონია, ყველა მწვრთნელს ვუგებდი. აქ კი ჩემს წინ იყო ადამიანი, რომელიც საერთოდ არ მესაუბრებოდა და ჩემი დანახვა არ სურდა. არ ვიცი, რა იყო "ფილოსოფოსის" პრობლემა, მაგრამ ის მე ვერ მიტანდა. მე 28 წლის ვარ და საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ერთი წელი სკამზე გავატარო და ამინდს დავაკვირდე", - შვედის აზრით, "ბარსელონადან" მისი წასვლა მარტო გვარდიოლას სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ხოსეპ გვარდიოლა მხდალია. ის ჩემი კარიერის ყველაზე სუსტი მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ვეთანხმები იბრას. მას არასწორად მოექცნენ... სამაგიეროდ დღეს დასჯის მათ. იბრამ დაამტკიცა რო მესისგან განსხვავებით ფეხბურთელია და დღესაც დაამტკიცებს...
manutd
21:42 02-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული