ლა ლიგა. XXX ტურის წინ: მარსელო მეცხრე ცაზე

AutoSharing Option
წინა ტურში პირველ ოთხ ადგილზე განლაგებულმა გუნდებმა ფრედ ითამაშეს და სტატუს-კვო შეინარჩუნეს.

ლიდერი "ბარსელონა" ბალეარულ "მალიორკას" მასპინძლობს, რომელსაც გასავარდნად აქვს საქმე. ჩემპიონი "რეალი" კი ვალენსიურ "ლევანტეს" დაუხვდება, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა შანსი, იბრძოლოს ევროპალიგის საგზურისთვის.

წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება ტურში, მაგრამ ერთი რამ ცხადია - წინა ტურში შეკრული ჯადოსნური წრე აქ გაწყდება, ზედიზედ 19 ტურში გატანის შემდეგ ლეო მესი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მოახერხებს მეოცედაც გატანას, რომ ტრავმირებულია...

აბიდალის შანსი
"მალიორკასთან" მატჩის წინ მედიას ისევ ჟორდი როურა წარუდგა,
რომელიც ჯერ კიდევ ითავსებს, ტიტო ვილანოვას გარკვეულ ფუნქციებს, რადგან ტიტო ჯერაც სუსტად არის.

ასისტენტმა გამორიცხა მესის მონაწილეობა კუნძულელებთან მატჩში, მან ისიც დააყოლა, რომ ჯერ გარკვეული არც ისაა, შეძლებს თუ არა არგენტინელი "პარი სენ-ჟერმენთან საპასუხო მატჩში მონაწილეობას.

სამაგიეროდ, არის შანსი, რომ წელიწადზე მეტი ხნის მერე პირველად ვიხილოთ მოედანზე ერიკ აბიდალი - კაცი, რომელმაც ღვიძლი გადაინერგა, აცხადებს, რომ მზადაა. როურამ თქვა:

"ამის შანსი მართლაც არსებობს, ტიტოსთან ერთად გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ერიკი".

ვილანოვასა და როურას მართლაც მოუმრავლდათ საკადრო პრობლემები, თუმცა, წესით, "მალიორკას" გამოხშირული "ბარსელონაც" უნდა ეყოს, იმდენად უსუსურად თამაშობს ბოლო დროს ბალეარული გუნდი.

ახლა რაც შეეხება "ბარსას" პრობლემებს - მესის გარეშე დარჩენილ გუნდს პედრო როდრიგესი დროულად ვერ გამოუჯანმრთელდა, ძალიან მცირეა, შანსი, რომ ფორვარდმა თუნდაც განაცხადში დაიმკვიდროს ადგილი.

ვიქტორ ვალდესი
4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ბოლო მატჩს ტოვებს. მაგრამ ყველაზე დიდი გაუგებრობა დაცვაშია - გუნდს არ ეყოლება კარლეს პუიოლი, ხავიერ მასკერანო და ადრიანო. ასეთ პირობებში, მართლა არ გამოვრიცხავთ, რომ მეორე ტაიმში აბიდალისთვისაც გამოიძებნოს დრო.

სავარაუდოდ, ჟერარდ პიკეს დაცვის ცენტრში ახალგაზრდა მარკ ბარტრა შეუწყვილდება, ფლანგებზე კი დანი ალვეში და მარტინ მონტოია იმოქმედებენ.

"მალიორკა" ბრაზილიელი მცველის, პედრო ჟერომელის გარეშე ითამაშებს, რადგან ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია (მე-10 ყვითელი ბარათი სეზონში). სამაგიეროდ, გუნდს უბრუნდებიან კევინ გარსია და პედრო ბიგასი.

* ლა ლიგაში "ბარსელონამ" ზედიზედ ბოლო 10 მატჩი მოიგო.
* კატალონიური გუნდი ლეო მესის გარეშეც ბრწყინვალედ თამაშობს. 14 ასეთი თამაშიდან "ბარსელონამ" 13 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
* "ბარსელონამ" "მალიორკას" ბოლო 4 მატჩი მოუგო, ბურთების შეფარდებით 14:2.
* "მალიორკამ" "ლა ლიგაში" ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5 წააგო.
* "მალიორკაზე" მეტი გოლი მხოლოდ ბოლოადგილოსანმა "დეპორტივომ" გაუშვა - 58 და 61.
* ბოლო 4 შეხვედრაში "მალიორკას" რიგებში 4-ჯერ გამოიჩინა თავი ალეხანდრო ალფარომ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: პინტო - დ. ალვეში,პიკე, ბარტრა, მონტოია - ტ. ალკანტარა, სონგი, ფაბრეგასი - ა. სანჩესი, ვილია, ტელიო.
მალიორკა: ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ბიგასი, ლუნა - პინა, ტისონე, მარტი - ალფარო, ვიქტორი, ჯოვ. დოს სანტოსი.

ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებისთვის
"ლოს მერენგესის" ერთი წევრი განსაკუთრებული განწყობით ხვდება "ლევანტესთან" მატჩს - 24 წლის ბრაზილიელ მარსელოს კლუბმა ხელშეკრულება 2018 წლამდე გაუგრძელა (2015-ში უსრულდებოდა). პირობებიც შეიცვალა და ახლა მარსელო სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოდ, რაც ლამის ერთიორად მეტია აქამდელ ხელფასზე.

მოკლედ, "რეალმა" ამ ხელშეკრულებით ნათლად დაგვანახა, რომ მომავალში დაცვის მარცხენა ფრთაზე კლუბი აქცენტს მარსელოზე გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი მარცხენა მცველი კლუბში ფაბიო კოენტრაოა.

თუკი ჟოზე მოურინიოს გუნდი "ლევანტეს" დაამარცხებს, ეს ლა ლიგაში "რეალის" ზედიზედ მე-7 საშინაო გამარჯვება იქნება.

მართალია, "გალათასარაისთან" საპასუხო მატჩი თითქმის ფორმალობაა, მაგრამ ჟოზე მაინც მისცემს ლიდერებს დასვენების საშუალებას. ასე რომ, შემადგენლობაში შეიძლება გამოჩდნენ არბელოა, კაკა, მარსელო და პეპე.

"ლევანტეს" ნახევარმცველი ვალდო გამოუჯანმრთელდა, მაგრამ ბრაზილიელი სათადარიგოთა სკამს დასჯერდება. დავიდ ნავარო დისკვალიფიცირებულია.

* მადრიდის "რეალმა" ბოლო 8 შეხვედრიდან (ყველა შეჯიბრში) 7 მოიგო.
* ლა ლიგაში ბოლო 8 შეხვედრაში "რეალმა' კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინარჩუნა.
* "სანტიაგო ბერნაბეუზე" კრიშტიანო რონალდომ 94 მატჩი ითამაშა და 106 გოლი გაიტანა.
* ბოლო ტურში "ლევანტემ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია, "სევილიას" 1:0 დამარცხებით შეწყვიტა.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ესიენი, მოდრიჩი - კალეხონი, კაკა, რონალდო - ბენზემა.
ლევანტე: მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, ვინტრა, ხუანფრანი - დიოპი, იბორა - რიოსი, ბარკერო, რუბენ გარსია - აკვაფრესკა.

ლა ლიგა. XXX ტური
გრანადა-ბეტისი 1:5

6 აპრილი
სოსიედადი-მალაგა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრიეტო (?), ბრავო (?), კასტრო (?), ველა (?) - ელიზეუ
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +12=5-6, (40-30)

რეალი-ლევანტე 20:00
დისკვალიფიკაცია: ნავარო (ლევ)
ტრავმა: არავინ
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +9=1-3, (34-10)

დეპორტივო-სარაგოსა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაურე - ალამო, ობრადოვიჩი, სუკულინი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +13=10-10, (48-44)

ბარსელონა-მალიორკა 00:00
დისკვალიფიკაცია: ვალდესი - ჟერომელი
ტრავმა: მესი, მასკერანო, პუიოლი, პედრო, ადრიანო - ჟ. ვიქტორი, ალვარო, არისმენდი (?), ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +21=5-7, (66-30)

7 აპრილი
სელტა-ვალეკანო 14:00
დისკვალიფიკაცია: ასპასი (სელ)
ტრავმა: ლიორკა, ალვარესი, ტუნიესი, მალიო - ტამუდო, როდრი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +5=7-9, (19-25)

ოსასუნა-ესპანიოლი 19:00
დისკვალიფიკაცია: სანჩესი (ესპ)
ტრავმა: სისი, ლო - კაპდევილა (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +12=5-8, (33-25)

ხეტაფე-ატლეტიკო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტორესლი, ლოპესი, ესკუდერო (?), მოია - არდა თურანი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +4=6-11, (17-32)

ვალენსია-ვალიადოლიდი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სოლდადო (?), რუისი (?) - ებერტი (?), პერესი (?), ლარსონი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +12=8-9, (42-31)

8 აპრილი
სევილია-ბილბაო 00:00
დისკვალიფიკაცია: ნავასი - სუსაეტა
ტრავმა: ტროხოვსკი, პეროტი, კამპანია - ამორებიეტა (?), გალარეტა, პერესი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +16=10-9, (56-39)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 14 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული