ტიტო ვილანოვას "ბარსელონა" კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ტიტო ვილანოვასთან განშორებას არ აპირებს და მწვრთნელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. 44 წლის სპეციალისტმა ხელმეორედ იმკურნალა სიმსივნეზე. "ბარსელონას" ექიმების თქმით, რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

ახლახან კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ შეხვდნენ ვილანოვას და მის ასისტენტ ჟორდი როურას. შეხვედრის თემა ზაფხულის სავარაუდო ტრანსფერები იყო.

სანდრო როსელი აპირებს, ვილანოვას ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს. ეს ან ამ სეზონის დასაწყისში მოხდება, ან მომავალი სეზონის დასაწყისში. ტიტო ვილანოვას "ბარსელონასთან" ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

ტიტო ვილანოვა ბარსელონაში ჯანმრთელი დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული