"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ზაფხულში მეკარეს არ ვიყიდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აცხადებს, რომ კლუბი არ იყიდის მეკარეს, თუ ვიქტორ ვალდესი კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.

31 წლის გოლკიპერს ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში უსრულდება. აქამდე ფეხბურთელს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა წასვლა გუნდიდან. მან, უბრალოდ, აღნიშნა, რომ ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

"კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი უკვე ესაუბრა ვალდესს. მეკარემ იცის, რომ ჩვენ ისევ გვსურს მისთვის ხელშეკრულების გაგრძელება. თუ არადა, იმედია, ის ხელშეკრულების ბოლომდე ჩვენთან დარჩება. ზაფხულში ვიქტორის ტრანსფერზე დაყენებას და ახალი მეკარის ყიდვას არ ვაპირებთ".

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ხშირად
"ბარსას" "ვალენსიას" მეკარე ვისენტე გუაიტას უკავშირებენ.

ასევე იხილეთ:
რომელ ფეხბურთელებს დაემშვიდობება "ბარსელონა" ზაფხულში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული