ჟოზე მოურინიო: დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც უნაკლო კლუბი და არც უნაკლო მწვრთნელი

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ ესპანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მადრიდის "რეალში" ყოფნით სულაც არ არის უბედური.

"ჩემი მადრიდული ყოფით არ ვარ უკმაყოფილო. ჩვენ უბრალოდ, გვჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ისეთის, რომელიც ყველასთვის საუკეთესო იქნება. მე შეიძლება მომწონდეს რაღაც რაღაცები და არ მომწონდეს სხვა, მაგრამ ასე ხდება ყველგან, მარტო "რეალში" არა. არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც უნაკლო კლუბი და არც უნაკლო მწვრთნელი", - განაცხადა მოურინიომ პრესკონფერენციაზე, რომელიც მორიგი ტურის წინ გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს "რეალთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს, თუმცა მისი სიტყვიდანაც კარგად ჩანს,
რომ ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: კასილიასი სათამაშოდ მზადაა, მაგრამ "ბეტისთან" სათადარიგოთა სკამზე იქნება



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული