დასკვნით ეტაპს მხარეები მაისში გამართავენ. "ღამურები" კმაყოფილნი არიან 49 წლის ბასკი სპეციალისტის მუშაობით.
დარჩენის საწინააღმდეგო არც თავად სენიორ ერნესტოს აქვს. მას ერთადერთი რამ აფიქრებს: ძირითად აქციონერებთან კონფლიქტის გამო პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა, ზაფხულზე კი "ვალენსიაში" ახალი პრეზიდენტი მივა, ვისაც შესაძლოა, მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე ვალვერდესგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"