22 წლის კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა სხვა რამდენიმე გუნდსაც სურს. მათ შორის არიან: "იუვენტუსი", "მილანი" და "ნაპოლი", თუმცა მადრიდში იმედოვნებენ, რომ პერსპექტიული ფეხბურთელი სწორედ მათი საკუთრება გახდება და ის "როხიბლანკოში" თანამემამულე რადამელ ფალკაოს შეცვლის.
ჟურნალისტების ცნობით, "მილანის" სკაუტმა არიედო ბრაიდამ იანვარში "უდინეზეს" 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უდინელთა პრეზიდენტისგან, ჯინო პოცოსგან უარი მიიღო.
ლუის მურიელი "უდინეზეს" 2010 წლიდან ეკუთვნის, თუმცა წინა ორი სეზონი
ამ უკანასკნელში კოლუმბიელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც ეს სეზონი უკვე უდინეში დაიწყო და თავი არც იქ შეურცხვენია - მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში მურიელმა 17 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"