ლა ლიგა. XXXIII ტური: ლეო მესის გოლმა-შედევრმა "ბარსა" ვერ გააჩემპიონა [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" თანაქალაქელს ბოლოს 1999 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუგო. იქიდან მოყოლებული, ლა ლიგაში 24 დერბი გაიმართა, რომელთაგანაც 18 "რეალმა" მოიგო, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

თითქოს "როხიბლანკოს" ეს უიღბლო სერია რიგით 25-ე შეხვედრაში უნდა დასრულებულიყო, რადგან "სამეფო კლუბი" დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ შეხვედრაზე ფიქრობდა და "ატლეტიკოსთვის" ნაკლებად ეცალა.

"ვისენტე კალდერონზე" შეკრებილი პუბლიკის გასახარად, მასპინძლები უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდნენ - გოლი, რა თქმა უნდა, რადამელ ფალკაომ გაიტანა. სხვათა შორის, დიეგო ლოპესი კოლუმბიელის საყვარელი ოპონენტია: ფალკაომ "რეალის" მეკარეს მე-5 შეხვედრაში მე-9 გოლი გაუტანა!

5-ჯერ ლოპესის კარი ფორვარდმა "პორტუში" თამაშოს დროს აიღო, როდესაც "პორტუ" ევროპალიგის 1/2-ფინალში "ვილიარეალს" შეხვდა.

კიდევ სამი გოლი ფალკაომ დიეგოს "ატლეტიკოს" ფორმით გაუტანა, აქედან ბოლო ბურთი კიპერისთვის ყველაზე სამწუხარო იყო, რადგან იმ გოლის გაშვების წყალობით, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მადრიდულ გუნდთან 0:1 წააგო და პრიმერადივიზიონიდან გავარდა.

მიუხედავად მასპინძლების დაწინაურებისა, შერეული შემადგენლობით მოთამაშე "სამეფო კლუბს" ყურები არ ჩამოუყრია და ძალიან მალე ანგარიშიც გათანაბრდა - ხუანფრანმა საკუთარი კარი დალაშქრა. ამის შემდეგ უპირატესობას დიეგო სიმეონეს გუნდი ფლობდა, მაგრამ მასპინძლები საგოლე მომენტებს ანიავებდნენ, რის გამოც 63-ე წუთზე დაისაჯნენ კიდეც - ანხელ დი მარიამ სტუმრები წინ გაიყვანა.

ეს გოლი ამ შეხვედრაში უკანასკნელი გამოდგა. "ატლეტიკომ" ისევ ვერ შეძლო "რეალის" დამარცხება, ჟოზე მოურინიოს კრებულმა კი "ბორუსიასთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საკმაოდ კარგი განწყობა შეიქმნა.
იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

მესის მორიგი შედევრი
მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, ცრუ მოძრაობების კასკადით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და შორეულ კუთხეში გაიტანა.

"ლა პულგასთვის" ეს ამ სეზონის ლა ლიგაში 44-ე გოლი იყო. გარდა ამისა, მესიმ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი დაამხო და გასვლით შეხვედრებში 24-ე ბურთი გაიტანა. ამ გოლიდან ორ წუთში მესიმ საგოლე პასი შეასრულა და ალექსის სანჩესს გაატანინა.

მესი მოედანზე 59-ე წუთზე გამოვიდა, იქამდე კი შეხვედრას "ატლეტიკი" იგებდა. ბასკებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს - თავი მარკელ სუსაეტამ გამოიჩინა, ვინც არიც ადურისის საგოლე გადაცემით ისარგებლა.

კატალონიელები ცდილობდნენ, მაგრამ ლიდერის გარეშე ბევრი არაფერი გამოსდიოდათ.

მეორე ტაიმში თამაშში მესი ჩაერთო და თუ რა მოჰყვა ამას, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. თითქოს სამი ქულა ჯიბეში ჰქონდათ, მაგრამ სტუმრებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვეს - ანდერ ერერამ ანგარიში გაათანაბრა და "ბარსას" ესპანური ფეხბურთის კათედრალზე, "სან მამესზე" გაჩემპიონების საშუალება არ მისცა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ბარსა" გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ გაჩემპიონდებოდა, რადგან "რეალმა" თავისი მატჩი მოიგო, მაგრამ ბასკებს მადრიდელთა იმედად ყოფნა არ სურდათ.

მოგეხსენებათ, "ატლეტიკი" "სან მამესზე" ბოლო სეზონს ატარებს. შესაბამისად, "ბარსელონამ" ამ ლეგენდარულ სტადიონზე უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა და ბასკები ნამდვილად ვერ დაუშვებდნენ იმას, რომ ეს მატჩი წაეგოთ და ამასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე საძულველ მეტოქეს ჩემპიონობა მათ სტადიონზე გაენაღდებინა.

მართალია, "ბარსელონამ" ვერ მოიგო, მაგრამ "ბაიერნთან" 0:4-ის შემდეგ მესის კარგი თამაში და მისი ულამაზესი გოლი გუნდის გულშემატკივრებს გაფუჭებულ ხასიათს ოდნავ მაინც გამოუკეთებდა.
იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

ბრძოლა გადარჩენისთვის
გადარჩენისთვის მებრძოლი 6 გუნდიდან მხოლოდ ერთმა წააგო, სამმა მოიგო და ორმა ფრედ ითამაშა. ერთადერთი უიღბლო "მალიორკა" აღმოჩნდა, რომელიც ე.წ. 6-ქულიან შეხვედრაში კონკურენტ "სარაგოსასთან" დამარცხდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საბოლოოდ, 5-გოლიან "თრილერში" გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს. გადამწყვეტი გოლი 88-ე წუთზე რუბენ როჩინამ ანრი ბიენვენიუს გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ფეხბურთელი "სარაგოსაში" იანვარში გადავიდა, კონკრეტულად ამ შეხვედრაში კი ორივე ცვლილებაზე გამოვიდა. ამ მოგების წყალობით, არაგონელებმა კუნძულელებს ადგილი გაუცვალეს და მე-19 პოზიციაზე გადავიდნენ.

გასვლით შეხვედრებში იმარჯვეს "გრანადამ" და "სელტამ". გალისიელებმა აუგუსტო ფერნანდესის ერთადერთი გოლის წყალობით "ლევანტეს" მოუგეს, ანდალუსიელებმა კი კატალონიაში "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის გოლის წყალობით იმარჯვეს - "ესპანიოლის" კარი ნოლიტომ დალაშქრა და ხავიერ აგირეს გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ამ გამარჯვებების წყალობით, "გრანადამ" და "სელტამ" სატურნირო ცხრილში "დეპორტივოს" გადაასწრეს და ლაკორუნიული კლუბი გასავარდნ ზონაში ჩაუშვეს.

სოსიედადმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო
ამ ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მატჩი "ანოეტაზე" გაიმართა. "რეალ სოსიედადი" და "ვალენსია" მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან და მათი ურთიერთშეხვედრა ე.წ. 6-ქულიანთა კატეგორიიდან იყო.

ორივე გუნდს ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა: "ვალენსიას" უკანასკნელი 5 მატჩი არ წაეგო, "სოსიედადი" კი ბოლო 14 შეხვედრაში არ დამარცხებულა (8 მოგება, 6 ფრე).

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "ვალენსიას" განადგურებით დასრულდა (2:5) და ბუნებრივია, რომ "ღამურები" რევანშზე ფიქრობდნენ, თუმცა ვენდეტა არ შედგა. მატჩი სტუმრებისთვის კარგად დაიწყო და 25-ე წუთზე "ღამურები" რობერტო სოლდადომ დააწინაურა, თუმცა ბასკებმა წონასწორობა 10 წუთში აღადგინეს - ინიგო მარტინესმა სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, ბოლო წუთებზე, შესანიშნავი სანახაობის მომსწრენი გავხდით - 73-ე წუთიდან მოყოლებული, გუნდებმა 4 გოლი გაიტანეს. სტუმრებისთვის სამწუხაროდ, ამ ოთხი გოლიდან სამი მათ კარში გავიდა.

საბოლოოდ, "სოსიედადმა" 4:2 მოიგო და ჩემპიონთა ლიგისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ლა ლიგა. XXXIII ტური
რაიო ვალეკანო-ოსასუნა 2:2
გოლები: 1:0 დელიბაშიჩი (7), 1:1 ლოე (8), 1:2 არიბასი (13), 2:2 პიტი (57)
რაიო ვალეკანო (4-5-1): რუბენი - არბილიო (80. რ. ტიტო), გალვესი (46. ადრიანი), ფიგერასი, კასადო - ფუეგო, ა. დომინგესი, ტრაშორასი, პიტი, ბანგურა (19. ხ. კარლოსი) - დელიბაშიჩი
ოსასუნა(4-5-1): ფერნანდესი - დამია (64. ლოლო), მიგელ ფლანიო, არიბასი, ნანო - ტიმორი (74. პუნიალი), ლოე, სილვა, სეხუდო, კუევასი (58. მასუდი) - ნინო
გაფრთხილება: დელიბაშიჩი - ტიმორი, ლოლო, მასუდი
კარში დარტყმა: 15-8 (9-2) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 9-20 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 8 216

ლევანტე-სელტა 0:1
გოლები: 0:1 ა. ფერნანდესი (20)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, ბარკერო - ელ ჟარი, მიჩელი (46. როხერი), რ. გარსია (46. სიმაო) - აკვაფრესკა
სელტა(4-2-3-1): ხავი ვარასი - ხონი (72. კაბრალი), ხ. ვილა, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ინსა (63. მადინდა) - ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი (78. ბერმეხო), კრონ დელი - ასპასი
გაფრთხილება: დ. ნავარო, რიოსი - ხონი, ინსა, ლაგო
კარში დარტყმა: 7-9 (2-5) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 16-12 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 11 656

ატლეტიკი-ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 სუსაეტა (27), 1:1 მესი (68), 1:2 ა. სანჩესი (70), 2:2 ანდერ ერერა (80)
ატლეტიკი(4-1-2-3): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, სან ხოსე (70. რამალიო), აურტენეჩე (74. ი. გომესი) - გურპეგი - ანდერ ერერა, დე მარკოსი - მუნიაინი, სუსაეტა, ადურისი (74. ლორენტე)
ბარსელონა(4-1-2-3): ვალდესი - ალვეში, აბიდალი (46. ადრიანო), პიკე, ალბა - სონგი - ჩავი (59. მესი), ალკანტარა - ა. სანჩესი (78. ინიესტა), ფაბრეგასი, პედრო
გაფრთხილება: ერერა, გურპეგი - ფაბრეგასი, ადრიანო
კარში დარტყმა: 8-14 (3-7) კუთხური: 1-2 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 15-12 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 40 100

ატლეტიკო-რეალი 1:2
გოლები: 1:0 ფალკაო (4), 1:1 ხუანფრანი (14-ს.კ-ში), 1:2 დი მარია (63)
ატლეტიკო(4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფელიპე ლუიში - მ. სუარესი (74. კ. როდრიგესი), გაბი, რაულ გარსია (72. ადრიანი), კოკე - ფალკაო, დ. კოშტა
რეალი(4-2-3-1): დ. ლოპესი - ნაჩო, ალბიოლი, კარვალიო, ესიენი (70. ვარანი) - პეპე, ხედირა - დი მარია (77. მოდრიჩი), კაკა (67. ჩაბი ალონსო), მორატა - ბენზემა
გაფრთხილება: ფილიპე ლუიში, კოკე, რაულ გარსია, დიეგო კოშტა - ალბიოლი, ხედირა, პეპე, მორატა
კარში დარტყმა: 10-6 (4-4) კუთხური: 2-2 თამაშგარე: 6-1 ჯარიმა: 17-15 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 54 000

სარაგოსა-მალიორკა 3:2
გოლები: 0:1 ჰემედი (11), 1:1 მონტანიესი (29), 2:1 პოშტიგა (60), 2:2 არისმენდი (82), 3:2 როჩინა (88)
სარაგოსა(4-2-3-1): რობერტო - ხ. ფერნანდესი (46. პარედესი), საპუნარუ, ალვარო, აბრაამი - აპონიო, პინტერი - ვ. როდრიგესი (84. ბიენვენიუ), როდრი (53. როჩინა), მონტანიესი - პოშტიგა
მალიორკა(4-3-2-1): ავატი - ჰატონი, ჟერომელი, კონსეისაო (24. ნუნიეში), ა. ლოპესი - ხ. მარტი, ტისონე, პინა (74. ვიქტორ კასადესუსი) - ალფარო (61. არისმენდი), ჯოვანი დოს სანტოსი - ჰემედი
გაფრთხილება: ფერნანდესი, როდრი, აპონიო - მარტი, ტისონე
კარში დარტყმა: 13-12 (8-4) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 1-6 ჯარიმა: 16-27 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 22 000

ესპანიოლი-გრანადა 0:1
გოლები: 0:1 ნოლიტო (37)
ესპანიოლი(4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, ფორლინი, მორენო, კაპდევილა - ბაენა, ვ. სანჩესი (57. მ. პეტროვი) - ვაკასო, ვერდუ, სტუანი - სერხიო გარსია
გრანადა(4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, გ. სიკეირა - მიკელ რიკო, ირინეი - ტორიე (75. ორტისი), ბრაჰიმი (67. იგალო), ნოლიტო - ელ-არაბი (82. არანდა)
გაფრთხილება: კაპდევილა - რობერტო
კარში დარტყმა: 5-5 (2-4) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-17 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 23 800

მალაგა-ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (40), 2:0 ველიგტონი (47), 2:1 ხუან ვალერა (70).
მალაგა(4-2-3-1): კაბალიერო - ხესუს გამესი (36. ნაჩო კამაჩო), ს. სანჩესი, ველიგტონი, ელიზეუ - დემიკელისი, იტურა - პ. მორალესი (73. დუდა), ბაპტიშტა, ისკო - სანტა კრუსი (85. ხოაკინი)
ხეტაფე(4-2-3-1): კოდინა - ხ. ვალერა, ლოპო, რაფა, მანე - ხავი ტორესი (72. პაკო ალკასერი), ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი, ბარადა (64. სარაბია), დიეგო კასტრო - ალვარო (61. ლაფიტა)
გაფრთხილება: იტურა, სანტა კრუსი, ნაჩო კამაჩო - დიეგო კასტრო, ლოპო, სარაბია.
კარში დარტყმა: 13-11 (7-4) კუთხური: 3-8 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 27 000

ვალიადოლიდი-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ხავი გერა (41), 1:1 ნეგრედო (62-პენ).
ვალიადოლიდი(4-3-2-1): ხაიმე - რუკავინა, ხესუს რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა - ალვარო რუბიო, ვიქტორ პერესი, ოსკარი - ებერტი, დ. ლარსონი (66. ბუენო) - ხავი გერა
სევილია(4-2-3-1): პალოპი - კოკე, ფასიო, კალა (58. ა. მორენო), ფ. ნავარო - მადურო, ხავი ერვასი (64. პეროტი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (89. პუერტო) - ნეგრედო
გაფრთხილება: ვალიენტე, ებერტი - კალა, ხავი ერვასი.
კარში დარტყმა: 12-14 (6-8) კუთხური: 2-9 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 12-9 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 16 832

სოსიედადი-ვალენსია 4:2
გოლები: 0:1 სოლდადო (25), 1:1 ი. მარტინესი (35), 2:1 გ. კასტრო (73), 3:1 აგირეჩე (87), 3:2 ჟონასი (90), 4:2 აგირეჩე (90)
სოსიედადი(4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ი. მარტინესი, მიკელი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილიარამენდი (88. რუბენ პარდო) - ველა, ჩაბი პრიეტო (89. ანსოტეგი), გ. კასტრო (77. ზურუტუზა) - აგირეჩე
ვალენსია(4-3-2-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, სისოხო (80. ვალდესი) - ალბელდა (76. გუარდადო), ბანეგა, პარეხო - ფეგული (72. პიატი), ჟონასი - სოლდადო
გაფრთხილება: ი. მარტინესი, ბერგარა, ილიარამენდი- სისოხო, მატიო, ბანეგა, ალბელდა
კარში დარტყმა: 17-13 (5-7) კუთხური: 8-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 16-19 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 26 000

29 აპრილი
ბეტისი-დეპორტივო 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 33 27 4 2 101-35 85
2. რეალი 33 23 5 5 85-31 74
3. ატლეტიკო 33 21 5 7 58-27 68
4. სოსიედადი 33 16 10 7 61-41 58
5. ვალენსია 33 15 8 10 54-50 53
6. მალაგა 33 15 8 10 47-38 53
7. ბეტისი 32 14 6 12 48-49 48
8. რაიო ვალეკანო 33 14 4 15 43-54 46
9. ხეტაფე 33 12 8 13 40-50 44
10. სევილია 33 12 7 14 49-47 43
11. ესპანიოლი 33 11 10 12 42-43 43
12. ვალიადოლიდი 33 10 10 13 42-46 40
13. ლევანტე 33 11 7 15 35-52 40
14. ბილბაო 33 10 7 16 37-59 37
15. ოსასუნა 33 8 9 16 28-38 33
16. გრანადა 33 8 8 17 29-51 32
17. სელტა 33 8 6 19 32-47 30
18. დეპორტივო 32 7 9 16 43-64 30
19. სარაგოსა 33 8 6 19 32-53 30
20. მალიორკა 33 7 7 19 36-67 28

ბომბარდირები: 44 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), 26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), 19 - ალვარო ნეგრედო (სევილია), 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია)

მომდევნო ტური
3 მაისი
სელტა-ბილბაო

4 აპრილი
ვალენსია-ოსასუნა, გრანადა-მალაგა, რეალი-ვალიადოლიდი, დეპორტივო-ატლეტიკო

5 მაისი
მალიორკა-ლევანტე, სარაგოსა-რაიო ვალეკანო, სევილია-ესპანიოლი, ბარსელონა-ბეტისი;

6 მაისი
ხეტაფე-სოსიედადი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული