ლიონელ მესი: კრიშტიანო რონალდოსთან სალაპარაკო არაფერი მაქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი არგენტინულ ჟურნალ El Grafico-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანო რონალდოსთან ურთიერთობის თემას შეეხო.

"კრიშტიანოს არასდროს უთხოვია ჩემთვის მაისური მატჩის დასრულების შემდეგ, პრინციპში, როგორც მე. საერთოდ, გაცვლა არ მიყვარს.

როცა "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე ვხდებით, ჩვეულებრივ ვესალმებით ერთმანეთს, რადგან ერთ გუნდში არ ვთამაშობთ სალამაპარაკო თემაც არ გვაქვს",
- თქვა მესიმ.

გარდა ამისა, არგენტინელმა ფეხბურთელმა გვარდიოლას შესახებაც ისაუბრა.

"გვარდიოლასთან" მას შემდეგ არ მილაპარაკია, რაც მან "ბარსელონა" დატოვა.

არ მგონია, რომ როდესმე გვარდიოლამ არგენტინის ნაკრებს უხელმძღვანელოს, ჩვენთან უცხოელი სპეციალისტის დანიშვნას არ დაუშვებენ",
- აღნიშნა მესიმ.

მესიმ ასევე განაცხადა, რომ გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები გულთან ახლოს მიაქვს.

"არ მახსოვს როდს მიტირია ბოლოს მარცხის გამო, თუმცა ეს არაერთხელ მომხდარა.

მოედანზე გასვლისას არასდროს ვფიქრობ რეკორდებზე, მხოლო თამაშზე",
- აღნიშნა ოთხი "ოქროს ბურთის" მფლობელმა.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო მადრიდში პოლიციამ დააკავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
#1!
messi10
17:19 06-05-2013
0

სიახლეები პოპულარული