"მარკა": ჟოზე მოურინიოს "რეალში" მხოლოდ სამი ფეხბურთელი უჭერს მხარს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, "რეალში" ვრჩებიო, გაზეთი "მარკა" ამტკიცებს, რომ პორტუგალიელის საქმე "სამეფო კლუბში" ცუდადაა.

"მარკამ" ორშაბათის დახურული ვარჯიშიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვარჯიში უჩვეულო იყო. ჟოზე მოურინიოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ფეხბურთელებისთვის, არც "ვალიადოლიდთან" მატჩი გაურჩევია და არც პეპეს გამონათქვამზე შეუკრიბავს ხალხი.

"მარკა" ამტკიცებს, რომ მას მერე, რაც პეპეც განუდგა მოურინიოს, ახლა პორტუგალიელი მწვრთნელის ერთგული გუნდში მხოლოდ სამია: დიეგო ლოპესი, მიკაელ ესიენი და ლუკა მოდრიჩი. დანარჩენები კი გაყოფილები არიან მის მოწინააღმდეგეებად და ნეიტრალურებად.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო:
"რეალში" ვრჩები, იკერ კასილიასს კი დიეგო ლოპესი მირჩევნია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული