ერიკ აბიდალს "ბარსელონამ" იმედი გაუცრუა

AutoSharing Option
ერიკ აბიდალის აგენტმა განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ძალიან გაწბილებულია "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ქმედების გამო.

ვეტერანი მცველი სასწაულებრივად დაუბრუნდა ფეხბურთს მას მერე, რაც ღვიძლი გადაუნერგეს. ის ამაოდ ელის კონტრაქტის გახანგრძლივებას "ბარსელონაში".

"ბარსელონას" არ სურს მისი გაშვება, თუმცა არც კონტრაქტის შეთავაზებას ჩქარობს, რადგან კლუბში არ არიან დარწმუნებულნი, რომ აბიდალმა ჯანმრთელობის პრობლემები უკან მოიტოვა.

"იმის გამო, რომ "ბარსელონა" აგვიანებს ხელშეკრულების გაგრძელების წინადადებას, ერიკი სულ უფრო იმედგაცრუებულია კლუბის მოქმედებით. მისთვის ყველაზე ცუდი სწორედ ეს დაგვიანებაა და არა დადებითი ან უარყოფითი პასუხი", - განაცხადა დავიდ ვენდიტელიმ,
ფრანგი ფეხბურთელის აგენტმა.

ასევე იხილეთ:
ერიკ აბიდალი: როცა ტკივილებს ვეღარ გავუძელი, ექიმებს ხელოვნური კომის გამოწვევა ვთხოვე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული