დიეგო სიმეონე: ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ [VIDEO]

AutoSharing Option
8 მაისს გამართულ ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში "ატლეტიკომ" სტუმრად ვიგოში "სელტა" 3:1 დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა.

დიეგო კოშტას, ხუანფრანისა და რადამელ ფალკაოს გოლებს მასპინძლებმა აუგუსტო ფერნანდესის ერთადერთი ბურთით უპასუხეს.

მატჩის შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბის გულშემატკივრებსა და თანამშრომლებს გუნდის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა მიულოცა.

"მინდა, დავაფასო კლუბში მოღვაწე ყველა თანამშრომლის შრომა. ჩვენ ვცდილობთ, ევროპის რჩეულ გუნდებს შორის დავიმკვიდროთ ადგილი. მოვიგეთ ევროპის ლიგა და სუპერთასი, ახლა კი ამ მიზნის მისაღწევად მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ.

ეს
"ატლეტიკოსთვის" მნიშვნელოვანი დღეა და მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ჩვენთან ერთად კლუბში ყოველდღიურად შრომობდა.

მომდევნო თამაში "ბარსელონასთან" გვაქვს. რთული თამაში იქნება, თუმცა იქამდე გულშემატკივრებს შეუძლიათ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრით იხარონ".


ესპანეთის პრიმერას სატურნირო ცხრილში "ატლეტიკოს" ამ დროისთვის 72 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის კი "რეალ სოსიედადი" (58 ქულა), "ვალენსია" (56) და "მალაგა" (53) იბრძვიან.

ლა ლიგა. გადმოტანილი მატჩები

სელტა-ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 დ. კოშტა (47), 0:2 ხუანფრანი (66), 1:2 ა. ფერნანდესი (84), 1:3 ფალკაო (86)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი (65. ბერმეხო), ვილა, ტუნიესი, ლაგო - ინსა, ოუბინია - ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი (54. ორელიანა), კრონ-დელი - ასპასი.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (46. ტიაგო), გაბი - კოკე (75. კ. როდრიგესი), ადრიან ლოპესი, დ. კოშტა (68. არდა თურანი) - ფალკაო.
გაფრთხილება: ლოპესი, ხონი, ლაგო - სუარესი, გოდინი, გაბი, ტიაგო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 8-10 (4-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 21 000

რეალი-მალაგა 6:2
გოლები: 1:0 ალბიოლი (3), 1:1 სანტა კრუსი (15), 2:1 რონალდო (26), 3:1 იოზილი (33), 3:2 ანტუნეში (36), 4:2 ბენზემა (45), 5:2 მოდრიჩი (63), 6:2 დი მარია (90)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ნაჩო, ვარანი, ალბიოლი, ფ. კოენტრაო (76. ფაბინიო) - ჩაბი ალონსო, ესიენი - იოზილი, მოდრიჩი (65. დი მარია), რონალდო - ბენზემა (68. იგუაინი).
მალაგა (4-4-2): კაბალიერო (40. კამენი) - ს. სანჩესი, დემიკელისი, ლუგანო, ანტუნეში - ისკო, კამაჩო, პორტილიო, ელიზეუ (75. ონიევუ) - ჟ. ბაპტიშტა (27. იტურა), სანტა კრუსი.
გაფრთხილება: რონალდო - სანტა კრუსი, დემიკელისი, იტურა
გაძევება: ს. სანჩესი (21), დემიკელისი (73)
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 15-6 (10-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 60 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალაგა ოთხეულში მოხვედრის შემთხვევაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას ლიგაზე, როგორც მე ვიცი... :)
Unknown
15:08 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული