ლეო მესი: ბევრი რამ, რასაც ჩემზე და კრიშტიანო რონალდოზე წერენ, სიცრუეა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი არგენტინულ პრესასთან ინტერვიუში კრიშტიანო რონალდოს თემასაც შეეხო.

"როდესაც მე და რონალდო სხვადასხვა ღონისძიებაზე ვხვდებით ერთმანეთს, ჩვეულებრივად ვესალმებით. ბევრი რამ, რაც ჩემზე, რონალდოზე, ან ჩვენს შორის ურთიერთობაზე იწერება, უბრალოდ, ტყუილია. ასევე შემიძლია ვთქვა ჟოზე მოურინიოზეც - ბევრი რამ, რაც მასთან ურთიერთობაზე იწერება, სიცრუეა", - განაცხადა მესიმ.

ლეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ არის ანტაგონისტურად დამოკიდებული არც ერთ პორტუგალიელთან, არც რონალდოსთან და არც მოურინიოსთან.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: კრიშტიანო რონალდოსთან სალაპარაკო არაფერი მაქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული