ლა ლიგა. XXXVI ტური: "ვალენსია" თუ "სოსიედადი"? [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალის გამო, რომელიც პარასკევს მადრიდის "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა, 36-ე ტურის ორი მატჩი ადრე გაიმართა:

"რეალმა" და "ატლეტიკომ" ადრევე ითამაშეს და 3-3 ქულა იოლად მოიპოვეს. ამიტომაც მივიღეთ ნაკლული ტური. ყველაზე საინტერესო ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი საგზურისთვის და მზის ქვეშ ადგილის დაბევებისთვის ბრძოლაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში სტატუს-კვო შენარჩუნდა.

ფრანგის გოლით
"ვალენსია" მადრიდის გარეუბანში "ხეტაფეს" ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდული კლუბი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის, მატჩს დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, "ვალენსიას" ფანები სტადიონზე არანაკლებნი ისხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი საჯარიმოს მისადგომიდან
ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიომ გაიტანა ტაიმის მიწურულს. "ვალენსია" აგრძელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას და ელის "რეალ სოსიედადის" ფეხის დაცდენას.

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "ახლა ჩემი კონტრაქტის გაგრძელება-არგაგრძელება მეორეხარისხოვანი მგონია. მთავარია, მოვუგოთ "გრანადას".

ლუის გარსია (ხეტაფე): "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 0:1 კი არა, 0:3 წავაგეთ".

ოცნებასთან ახლოს
"ვალენსია" ამაოდ ელოდა, რომ ფილიპ მონტანიეს გუნდს "სანჩეს პისხუანზე" ფეხი დაუცდებოდა - "რეალ სოსიედადმა" "სევილიასთან" დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და ახლა 6 ქულაღა აშორებს სანუკვარ ჩემპიონთა ლიგას. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, პირველი ორი კი ხორვატ პლეიმეიქერ ივან რაკიტიჩს ეკუთვნის. მან ჯერ კუთხურის გათამაშების შემდეგ მეტოქის კარი აიღო, შემდეგ კი უნებლიედ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

გამარჯვების გოლი იმანოლ აგირეჩემ გაიტანა. მან კარლოს მარტინესის ბრწყინვალე პასი მიიღო და დაუმუშავებლად გაიტანა ბეტოს კარში. ეს აგირეჩეს მე-13 გოლია ლა ლიგაში. მეორე ტაიმში "სევილიამ" გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა გარი მედელზე შეცდომით დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა.

უნაი ემერი (სევილია): "სხვას არაფერს დავაბრალებ. სჯობს, ვიყოთ თვითკრიტიკულები და ასე უფრო გავიზრდებით, როგორც გუნდი. როგორც კი ხელს ვინმესკენ გავიშვერთ, იქ დასრულდება პროგრესი".

ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "ძალიან, ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარჩენილი ორი მატჩის მოგებაც".

6-ქულიანი "გრანადამ" მოიგო
"გრანადა" და "ოსასუნა" ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ასეთი თამაშით ნავარელებს ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი ცალკარა: იასინ ბრაიმის და ნოლიტოს წყალობით, "გრანადა" ერთი თავით სჯობდა მეტოქეს.

ანგარიში იუსეფ ელ-არაბიმ გახსნა ახლო მანძილიდან დარტყმით. შემდეგ ბრაიმის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ბრაზილიელმა სიკეირამ პანენკას სტილში შეასრულა. ბოლოს დიეგო ბუონანოტემ შორი მანძილიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - 3:0. ამ მოგებით "გრანადა" თითქმის სამშვიდობოსაა.

ლუკას ალკარასი (გრანადა): "ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი მორჩა. წინ ორი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყურადღებით უნდა ვიყოთ".

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "წაგებაზე მეტად მაფიქრებს ბიჭების განწყობა. მომავალი
ვარჯიშიდან დავიწყებთ ამის გამოსწორებას".

"დეპორი" იბრძვის
"რაიო ვალეკანომ" ხუთგოლიანი თრილერი მოუგო სტუმრად "ლევანტეს", თუმცა ევროსაგზურს, ალბათ, მაინც ვერ შეწვდება, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ კლუბს ევროლიცენზია ჩამოართვა. "ელვები" ამას გაასაჩივრებენ, თუმცა... გამარჯვებულთაგან ორი გოლი პიტის ანგარიშზეა. შემტევ ნახევარმცველს უკვე 17 გოლი დაუგროვდა სეზონში!

"დეპორტივომ" ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გოლები "ესპანიოლის" კარში პორტუგალიელებმა გაიტანეს, ბრუნო გამამ და ნელსონ ოლივეირამ. "სარაგოსა" შინ "ბილბაოსთან" დამარცხდა და თავი განსაცდელში ჩაიგდო.

მეოთხედი საუკუნის შემდეგ
"ელჩემ" ნაადრევად მოიპოვა პრიმერადივიზიონის საგზური. ვალენსიის მხარის ქალაქის გუნდი ელიტას 24-წლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება. "ელჩეს" ყველაზე დიდი მიღწევა 1969 წლის ესპანეთის თასის ფინალში გასვლაა. სხვათა შორის, ვალენსიურმა კლუბმა პრიმერაში გადასვლა თამაშამდე გაინაღდა, თამაშით კი "ალმერიასთან" 1:2 წააგო.

ლა ლიგა. XXXVI ტური

ხეტაფე-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 მატიო (44)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ფ. ფერნანდესი, რაფა, ესკუდერო - ლასენი (68. გავილანი), ხ. ტორესი - პედრო ლეონი, ბარადა (65. სარაბია), დ. კასტრო - კოლუნგა (19. ლაფიტა).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, მატიო, სისოკო - ალბელდა (85. რუისი), პარეხო - ჟონასი (69. ფეგული), ბანეგა (89. ვიერა), გუარდადო - სოლდადო.
გაფრთხილება: ვალერა, ლაფიტა - კოშტა
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 4-16 (1-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 9 000

გრანადა-ოსასუნა 3:0
გოლები: 1:0 ელ-არაბი (23), 2:0 სიკეირა (80-პენ), 3:0 ბუონანოტე (93)
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკეირა - ბრაიმი (83. ორტისი), რესიო, მ. რიკო, ნოლიტო - ელ-არაბი (73. ბუონანოტე), არანდა (62. იგჰალო).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, არიბასი, დამია (69. ნანო) - ოიერი, ფ. სილვა - არმენტეროსი, ნინო (81. ლო), დე ლას კუევასი - კიკე სოლა (87. ხ. ლორენტე).
გაფრთხილება: არანდა, რესიო, ბუონანოტე - ოიერი, ბერტრანი
გაძევება: ნანო (79)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 11-16 (4-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 25 000

სევილია-სოსიედადი 1:2
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (10), 1:1 რაკიტიჩი (16. ს.კ.), 1:2 აგირეჩე (24)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე (65. სისინიო), კალა, ფ. ნავარო, მორენო - მედელი (88. სტევანოვიჩი), კონდობია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (65. ბ. დიავარა) - ნეგრედო.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, კადამურო, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (87. ხავი როსი) - ველა (79. ესტრადა), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (87. გ. კასტრო) - აგირეჩე.
გაფრთხილება: კონდობია, ნავარო, დიავარა - ველა, აგირეჩე, კადამურო
გაძევება: რეიესი (სევილია) სათადარიგოთა სკამიდან
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20-13 (4-6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 17 000

ლევანტე-ვალეკანო 2:3
გოლები: 0:1 პიტი (20), 1:1 აკვაფრესკა (52), 1:2 ფ. ვასკესი (56), 1:3 პიტი (72), 2:3 იბორა (86)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ლელი (73. როდასი), ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი - სიმაო, იბორა - რიოსი, მიჩელი (60. ვალდო), ელ-ჟარი (46. რუბენ გარსია) - აკვაფრესკა.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, გალვესი, ფიგერასი, ნაჩო - ფუეგო (82. ამატი), ადრიანი (67. ტრაშორასი) - პერეა (56. ხოსე კარლოსი), ფ. ვასკესი, პიტი - ა. დომინგესი.
გაფრთხილება: ლელი - ადრიანი, გალვესი, ფუეგო, რუბენი, დომინგესი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-18 (4-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 11 500

დეპორტივო-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 გამა (50), 2:0 ოლივეირა (91)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, ზე კაშტრო, სილვიო - აგილარი (64. ბერგანტინიოსი), ხ. დომინგესი - გამა, ვალერონი (75. კაკა), პიცი - რიკი (79. ოლივეირა).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, კოლოტო, რ. როდრიგესი, ვ. ალვარესი - ბაენა (71. სიმაო), ტეხერა (58. კ. გომესი) - სტუანი, ვერდუ (84. პეტროვი), ვაკასო - ს. გარსია.
გაფრთხილება: პაბლო, აგილარი, ვალერონი - ტეხერა, ბაენა, ალვარესი, ლოპესი, კოლოტო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 11-25; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-7 (5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 31 000

სარაგოსა-ბილბაო 1:2
გოლები: 1:0 პოშტიგა (14), 1:1 ფ. ლორენტე (80), 1:2 ი. გომესი (92)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხ. ფერნანდესი, სეპუნარუ, ალვარო, აბრაამი - აპონიო, პინტერი - ვ. როდრიგესი (76. ბიენვენუ), როდრი (57. როჩინა), მონტანიესი (67. მოვილია) - პოშტიგა.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - რამალიო (72. ჩ. კასტილიო), გურპეგი, სან ხოსე, აურტენეჩე (46. ი. გომესი) - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ადურისი (46. ფ. ლორენტე).
გაფრთხილება: სეპუნარუ, ალვარო, პინტერი, აპონიო, ბიენვენუ - დე მარკოსი, ლორენტე
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 14-10 (3-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 27 000

ბარსელონა-ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 1:0 პედრო (21), 2:0 ვალიენტე (42 ს.კ.), 2:1 ვ. პერესი (89-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი (63. ტ. ალკანტარა), ინიესტა (75. ჯონ. დოს სანტოსი) - პედრო, ფაბრეგასი (82. ტელიო), ვილია.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - ბალენსიაგა, რუედა, ვალიენტე, პენია - რუბიო (84. სასტრე), ვ. პერესი - ლარსონი, ოსკარი (67. ბუენო), ომარი - გერა (76. მანუჩო).
კუთხური: 14-2; ჯარიმა: 3-6; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-5 (4-2); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 78 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

20 მაისი
მალიორკა-ბეტისი 00:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 20 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

მომდევნო ტური

26 მაისი:
ბილბაო-ლევანტე, ატლეტიკო-მალიორკა, ბეტისი-სარაგოსა, ესპანიოლი-ბარსელონა, ხეტაფე-რაიო ვალეკანო, მალაგა-დეპორტივო, ოსასუნა-სევილია, რეალ სოსიედადი-რეალი, ვალენსია-გრანადა, ვალიადოლიდი-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული