ლა ლიგა. XXXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: "განსაკუთრებულის" 3-წლიანი ეპოქის დასასრული

AutoSharing Option
ამჯერად მცირე შეჯამებას გთავაზობთ ტურისას, როდესაც გამოცხადდა ჟოზე მოურინიოს სამწლიანი ერის დასასრული მადრიდის "რეალში".

გაზეთმა "მარკამ" 90 ათასი ადამიანი გამოჰკითხა, რომლის 40% უკიდურესად უარყოფითად აფასებს "განსაკუთრებულის" მადრიდულ კარიერას. 50 წლის მოურინიომ "რეალთან" ერთად სულ 3 ტიტული მოიგო, რომელთაგანაც შარშანდელი ჩემპიონობა უმთავრესია. მოურინიოს გაქანების მწვრთნელისთვის აშკარად ცოტაა.

კაპიტნის საქციელი
"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ვალიადოლიდთან" არაფრისმომცემი მატჩის წინ 82-ე ლა ლიგის ტიტული ჩაიბარა. სხვებთან ერთად იზეიმა ლეო მესის თვეების ვაჟმა ტიაგო მესიმ. მისმა მამამ კი თამაშში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.

ტიტულის გადაცემის
ცერემონიალისას ყველაფერი გააფუჭა ალექს სონგმა. საქმე იმაშია, რომ კარლეს პუიოლმა გადაწყვიტა, კაპიტნის უფლებით არ ესარგებლა და ჩემპიონის თასი სიმსივნესთან მებრძოლ ერიკ აბიდალს და ტიტო ვილანოვას აღემართათ. კამერუნელი აბიდალის გვერდით იდგა, როცა პუიოლმა ფრანგს ხელი დაუქნია. სონგს ეგონა, რომ მას ეძახდნენ და ვილანოვასა და აბიდალს შორის ჩადგა.

იცით თუ არა, რომ...
* ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში მე-500 მატჩი ითამაშა.

* 24-წლიანი განშორების შემდეგ პრიმერადივიზიონს "ელჩე" დაუბრუნდა.

* ვიქტორ ვალდესმა ლა ლიგაში მე-300 გოლი გაუშვა

ტურის საუკეთესო გოლი
დიეგო ბუონანოტე (მალაგა) "ოსასუნას" კარში

ტურის საუკეთესო პასი
კარლოს მარტინესი (რეალ სოსიედადი) საგოლე პასი იმანოლ აგირეჩეს.

ტურის სტატისტიკა
33 გოლი ტურში (3,3 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, ფრედ მატჩი არ დასრულდა და 5 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 56 ყვითელი, 4 წითელი ბარათი დაარიგეს.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 4-4-2

Sportall.Ge

წინა ტურთან შედარებით, მთელი 11-ეული შეიცვალა. კრიშტიანო რონალდო (რომლის "რეალმაც" ადრე ითამაშა 36-ე ტურის მატჩი) სიმბოლურში მე-16-ედ მოხვდა. გუნდში კი 4 დებიუტანტია.

მე-12 ფეხბურთელი: იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი)

ტურის გმირი
ჟერემი მატიო (ვალენსია)

"ვალენსიას" ფრანგმა მცველმა "ხეტაფეს" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა, რითაც "ღამურები" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დატოვა. მატიოს ბურთი პარეხომ დაუგორა საჯარიმოს მისადგომთან.

ბომბარდირები
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
34- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
15 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
12 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
11 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
58 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
44 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
29 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

26 მაისი:
ბილბაო-ლევანტე, ატლეტიკო-მალიორკა, ბეტისი-სარაგოსა, ესპანიოლი-ბარსელონა, ხეტაფე-რაიო ვალეკანო, მალაგა-დეპორტივო, ოსასუნა-სევილია, რეალ სოსიედადი-რეალი, ვალენსია-გრანადა, ვალიადოლიდი-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXVI ტური: "ვალენსია" თუ "სოსიედადი"? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული