ვიქტორ ვალდესმა თანაგუნდელებს "ბარსელონადან" წასვლის შესახებ განუცხადა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ ვიქტორ ვალდესმა 23 მაისს გუნდისთვის სადილი გამართა, სადაც მიწვეულები იყვნენ ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები.

სადილზე 31 წლის მეკარემ "ბარსელონას" დატოვების შესახებ გააცხადა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა. - იუწყება El Mundo Deportivo.

სადილს არ ესწრებოდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა, რომელიც ნიუ იორკში მკურნალობის კურსს ასრულებს, მცველი ჟერარდ პიკე და მცველი დანიელ ალვეში.

შეგახსენებთ, ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ვალდესის მომავალი კლუბი, სავარაუდოდ, "მონაკო" იქნება. ვალდესის ტრანსფერის თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული