ხოსეპ გვარდიოლა: მესის ხასიათი "ბარსელონაში" ატმოსფეროს აფუჭებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ესპანური გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის ხასიათის თვისებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არგენტინელისადმი ნდობა მისმა თავდაჯერებულობამ განსაზღვრა.

"როცა "ბარსელონაში" ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა, ლეოს ეს ძალიან არ მოეწონა. მესის აწუხებდა ის ფაქტი, რომ ზლატანი უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა. მან პირდაპირ მომთხოვა, "მეცხრე ნომრის" პოზიციაზე დამეყენებინა.

დიახ, მესი უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ ბევრ სიტუაციაში ბავშვივით იქცევა. მას ჯერ კიდევ ბევრი აუხდენელი ამბიცია აქვს.

რადგან მესის ყველაფრის უფლება აქვს, შესაძლოა, ამან შემატა მას თავდაჯერებულობა. შედეგად კი ამან დავიდ ვილიასთან და
სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონფლიქტი გამოიწვია",
- თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მესის მზე ჩაესვენა... მე თუ მკითხავთ მაგას ქინქლაძე ჯობდა...
tazo
11:36 25-05-2013
0
პეპისადმი უდიდესი პატივისცემის და მიუხედავად, ვთვლი რომ მას მაურინიოს სინდრომი შეეყარა, ახალ გუნდში გადავიდა რომელიც წელს მის გარეშე ყველაფერს იგებს. ტიპს ყურადღების ცენტრში მოქცევა მოუნდა და გამოაცხო სენსაცია. ეს რომ მართალი იყოს,იბრას პრეტენზიები მესისთან ექნებოდა,ის კი მესის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხისას ყოველთვის აღნიშნავს მისადმი პატივისცემას, განსხვავებით პეპისაგან, რომელსაც ცუდ პიროვნებათ თვლის.
nikolozi
08:37 25-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული