ჟოზე მოურინიო კიდევ ერთ მატჩში უხელმძღვანელებს "სამეფო კლუბს" და წავა, სავარაუდოდ - ლონდონის "ჩელსიში".
ამ ზაფხულს აშშ-ის ხუთი ქალაქი (ფინიქსი, ლოს ანჯელესი, ინდიანაპოლისი, ნიუ იორკი და მაიამი) დიდ წინასასეზონო ტურნირს მასპინძლობს - საერთაშორისო ჩემპიონთა თასს. შეჯიბრება 27 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.
"ჩელსი" და "რეალი" - ორივე ამ ტურნირის მონაწილეა. 29 მაისს გაირკვევა ტურნირის ზუსტი კალენდარი და მაშინ გავიგებთ, როდის დაუპირისპირდება "განსაკუთრებული" "რეალს".