ლა ლიგა. XXXVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: შეწყვეტილი სერია და ბასკთა შანსი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" 11 თამაში არ ჰქონდა წაგებული სანსებასტიანურ კლუბთან, ბოლო შვიდი დაპირისპირება კი მოუგო. ამჯერად მოგება ვეღარ შეძლო, რადგან სულ უკანასკნელ წუთზე ბასკთა კაპიტანი ჩაბი პრიეტო ბურთიან-მეკარიანად შევარდა "სამეფო კლუბის" კარში და ამით "რეალ სოსიედადს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი დაუტოვა. რომ არა ეს გოლი, ბასკთა შანსს მხოლოდ თეორიული ეთქმოდა.

"ვალენსია" ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებს "რეალ სოსიედადს".

გამოთხოვება კათედრალთან
100-წლოვანი სტადიონის ისტორიაში სევდიანი დრო დადგა - კვირას "სან მამესი", რომელმაც საფეხბურთო ესპანეთში ისე გაითქვა სახელი, რომ საფეხბურთო
კათედრალის მეტსახელი დაიმსახურა, უკანასკნელად მასპინძლობდა საფეხბურთო მატჩს. ბილბაოელთა სამწუხაროდ, გამოთხოვება მარცხიანი გამოდგა - "ატლეტიკი" "ლევანტესთან" დამარცხდა, მატჩის ბოლოს ხუანლუმ კონტრშეტევაზე გაიტანა.

1913 წლის 21 აგვისტოს პირველი ვიზიტორი "რასინგ ირუნი" იყო, ვალენსიურმა "ლევანტემ" კი დაასრულა დიდი სტადიონის ისტორია...

მესი VS რონი
გამარჯვებული: ლიონელ მესი

დაუსწრებელი სუპერდუელი არ შედგა. არც ლეო მესის და არც კრიშტიანო რონალდოს თამაშის საშუალება არ მიეცათ. პირველი ტრავმირებულია, მეორე კი ჟოზე მოურინიომ დაასვენა. ჩვენს "ტურნირში" ანგარიში 16:14 გაიყინა არგენტინელის სასარგებლოდ. რადგან ბოლო ტურში მათი გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან, სეზონის გამარჯვებული გაირკვა - ლეომ კვლავ აჯობა რონის.

იცით თუ არა, რომ...
* ზედიზედ 7 მატჩის მოგების შემდეგ "რეალმა" "რეალ სოსიედადს" ვეღარ აჯობა - 3:3.

* გონსალო იგუაინის გოლი "რეალ სოსიედადის" კარში არგენტინელისთვის "რეალის" მაისურით 120-ე იყო და შესაძლოა, უკანასკნელიც.

* "ბარსელონამ" სტუმრად მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რითაც საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

* "ბარსელონამ" სტუმრად 52 გოლი გაიტანა, რითაც შარშან "რეალის" მიერ დამყარებული ჩემპიონატის რეკორდი გააუმჯობესა.

* ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" შემადგენლობაში მე-100 მატჩი ითამაშა.

ტურის საუკეთესო გოლი

ალექსის სანჩესი (ბარსელონა) "ესპანიოლის" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ხესუს ნავასი (სევილია) საგოლე პასი ალვარო ნეგრედოს.

ტურის სტატისტიკა

26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 45 ყვითელი, 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი), დორლან პაბონი (ბეტისი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ოლივერ ტორესი (ატლეტიკო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 51 000 - "ვისენტე კალდერონი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 300 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 28 - დეპორტივო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - სევილია
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 70% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-5-2

Sportall.Ge
სეზონის ბოლოს სულ უფრო იშვიათად ხვდება ფეხბურთელი პირველად სიმბოლურ ნაკრებში, თუმცა ამ ტურში ორი "დებიუტანტი" გვყავს: "სელტას" მცველი გუსტავო კაბრალი და "ოსასუნას" ვეტერანი "პაჩი" პუნიალი. დიეგო ლოპესი სიმბოლურში მაინც შევიყვანეთ იმისდა მიუხედავად, რომ სამი გოლი გაუშვა. ჯერ ერთი, გოლები მისი ბრალით არ გასულა (1 პენალტი იყო) და მეორეც - რომ არა კასილიასის კონკურენტი, "რეალი" სულაც წააგებდა.

მე-12 ფეხბურთელი: ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

ტურის გმირი
ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი)

ბასკთა გუნდის კაპიტანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "რეალ სოსიედადს" ბოლო ტურისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი შეენარჩუნებინა. მის ანგარიშზე დუბლია დიეგო ლოპესის კარში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე გოლი, როცა ჩაბი პრიეტომ ახლო მანძილიდან თავით გაიტანა მატჩის ბოლო წამებზე.

ბომბარდირები
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
15 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
12 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
11 - მესუთ იოზილი (რეალი)

გოლი+პასი
58 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
44 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
29 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

1 ივნისი:
ბარსელონა-მალაგა, სელტა-ესპანიოლი, დეპორტივო-რეალ სოსიედადი, გრანადა-ხეტაფე, ლევანტე-ბეტისი, მალიორკა-ვალიადოლიდი, რაიო ვალეკანო-ბილბაო, რეალი-ოსასუნა, სევილია-ვალენსია, სარაგოსა-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXVII ტური: "ვალენსია" დაწინაურდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული