"ბაიერნის" თავკაცის ესპანელმა აგენტმა ენრიკე რეიესმა წინა კვირაში ესპანურ მედიასთან საუბარში თქვა, თუ მადრიდული გრანდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დამირეკავს, სიამოვნებით ვუპასუხებო. მოგვიანებით რეიესის კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, სადაც ამბობს, ჰაინკესს "რეალში" დაბრუნება სურსო.
გაზეთები "მარკა" და AS წერენ, რომ "დონ იუპი" "რეალს" უახლოვდება, პერესს კი ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. "კიკერი" იუწყება, რომ იუპსა და "რეალის" ხელმძღვანელებს შორის
როგორც იცით, იუპ ჰაინკესი ერთხელ უკვე წვრთნიდა მადრიდულ სუპერგრანდს და 1997/98 წლების სეზონში "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ახლა კი, 15 წლის შემდეგ, "დონ იუპი" შეიძლება მადრიდში დაბრუნდეს და იქ ჟოზე მოურინიო შეცვალოს.
რეიესმა გერმანულ პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "იუპი ბუნდესლიგიდან მიდის - ეს უკვე ცხადია. გადაწყვეტილება ახლა პერესს აქვს მისაღები და არა ჰაინკესს".
ჰაინკესთან ერთად, "რეალში" მოურინიოს შემცვლელად პსჟ-ის თავკაცი კარლო ანჩელოტიც განიხილება. იტალიელმა აღიარა, რომ "რეალში" გადაბარგება უნდა, მაგრამ პარიზული კლუბის ბოსები არ უშვებენ. ანჩელოტის პსჟ-სთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესის ფლირტი "რეალთან"