ანხელ დი მარიას სანაცვლოდ პსჟ 25 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია ერთბაშად რამდენიმე კლუბს სურს.

25 წლის ფეხბურთელი ყოველთვის ვერ ხვდება "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში. არადა, მას "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებდნენ.

"პარი სენ-ჟერმენი" მზადაა, ანხელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პარიზელთა მსგავსად, დი მარიას დამატება სურთ "მანჩესტერ იუნაიტედს" და "მანჩესტერ სიტის", ორივე კლუბმა უკვე მოსინჯა "რეალთან" ამ ტრანსფერზე დალაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანხელ დი მარია: "დორტმუნდთან" მატჩებში ბოლომდე დავიხარჯებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული