"ფსიქოლოგიურად დაღლილი ვარ. ვფიქრობ, ჩემი ეპოქა "ბარსელონაში" 2014 წელს დასრულდება და ამის შესახებ კლუბს უკვე ვუთხარი.
საქმე ფულში არაა. ჩემთვის პატივია, რომ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივება უნდოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე.
"ბარსელონას" საკმარისი დრო ექნება, რომ შემცვლელი იპოვოს", - თქვა ვალდესმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ვალდესით "მონაკო" იყო დაინტერესებული.
მომზადებულია Barcastaff-ის მიხედვით