"სოსიედადმა" "ვალენსიას" მეოთხე ადგილი აართვა - "დეპორტივო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ "სოსიედადს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში უფრო "სევილიას" ფეხბურთელი ალვარო ნეგრედო დაეხმარა, რომელმაც "ვალენსიას" ოთხი გოლი გაუტანა.
საბოლოო ჯამში "ვალენსია" სტუმრად "სევილიასთან" ანგარიშით 4:3 დამარცხდა.
შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო" და "სოსიედადი" გავიდნენ, ხოლო ლა ლიგის უმაღლესი დივიზიონის დატოვება "სარაგოსას", "დეპორტივოსა" და "მალიორკას" მოუწევს.