ლა ლიგა. ბოლო ტური: ზღვარგადასული ემოციები იბერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
საფეხბურთო მოედნებზე ყველაფერი მორჩა, მაგრამ ყველაფერი მაინც არ დასრულებულა.

4 ივნისს სპორტული არბიტრაჟი "მალაგას" საკითხზე საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს - მაშინ გაირკვევა, დაუშვებენ თუ არა ანდალუსიურ კლუბს ევროპალიგაზე. უარის შემთხვევაში, ამ საგზურს მოიპოვებს მე-9 ადგილზე (!) გასული "სევილია".

მაშ ასე - "ბარსელონამ" "რეალის" შარშანდელი რეკორდი გაიმეორა და ლა ლიგა 100 ქულით მოიგო; "ვალენსიას" სევილიაში ფეხი დაუცდა და ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზური "რეალ სოსიედადს" დარჩა; ევროპალიგაზე "ღამურები", "მალაგა" (ან "სევილია") და "ბეტისი" ითამაშებენ; გავარდნენ "დეპორტივო", "მალიორკა" და "სარაგოსა", ხოლო ვიგოს "სელტა" სასწაულებრივად
დაუძვრა დაქვეითებას.

ადიოს ჟოზე, ადიოს გონსალო
თუ არ ჩავთვლით ულტრასების დაჯგუფება "ულტრას სურს", შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუ" ოვაციით აცილებდა ჟოზე მოურინიოს. "განსაკუთრებულმა" უკანასკნელად გაიყვანა "რეალი" სათამაშოდ, რომელიც თითქმის სარეზერვო შემადგენლობით გამოვიდა (ისევე, როგორც მისი მეტოქე) და "ოსასუნა" 4:2 დაამარცხა. "სამეფო კლუბის" კარში მე-4 მეკარე, ხესუსი (ხესუს ფერნანდეს კოლადო) იდგა. 25 წლის გოლკიპერი მოედანზე საუკეთესო იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკანასკნელად ითამაშეს "რეალში" რიკარდო კარვალიომ და გონსალო იგუაინმა. არგენტინელმა გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, "სამეფო კლუბმა" "ბარსასთან" 25-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა ლა ლიგა. "ოსასუნას" რიგებში უკანასკნელად ითამაშა მეკარე რიკარდო ლოპესმა.

გონსალო იგუაინი (რეალი): "რეალიდან" მივდივარ. 7 წლის განმავლობაში ვიყავი მადრიდელი. გადაწყვეტილება მშვიდად მივიღე - აქ 12 მილიონად მოვედი და ბევრად უფრო მეტი თანხის სანაცვლოდ მივდივარ. მისია შესრულებულია. აქ მეგობრებს ვტოვებ. ჯერ არ ვიცი, სად წავალ, თუმცა "იუვენტუსი" ჩემთვის კარგი ვარიანტია, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია".

აბიდალი მიდის და გულს ტოვებს
ტიტო ვილანოვამ ბოლო მისიაც შეასრულა "მალაგას" დამარცხებით (4:1) - "ბარსელონამ" 100 ქულით დაასრულა ჩემპიონატი. საუკეთესო ბომბარდირის გარეშე მოთამაშე გუნდიდან ერთმანეთზე უკეთესი გოლები დავიდ ვილიამ, სესკ ფაბრეგასმა, მარტინ მონტოიამ და ანდრეს ინიესტამ გაიტანეს. 100 ქულის გარდა, 2012/13 წლების სეზონის "ბარსელონას" ანგარიშზე 114 გოლია.

დავიდ ვილია "ბარსელონადან" მიდის, ხოლო ვიქტორ ვალდესი კიდევ ერთი სეზონი რჩება. თუმცა პუბლიკამ გამორჩევით ერიკ აბიდალი გააცილა.

"მალაგას" დაემშვიდობა მწვრთნელი მანუელ პელეგრინი და ვეტერანი ნახევარმცველი ხოაკინი. ალბათ, ჟულიო ბაპტიშტა და ისკოც წავლენ.

ერიკ აბიდალი (ბარსელონა): "ბარსას" სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებ. თქვენ ჩემი ოჯახის ნაწილი ხართ. ვისკა ბარსა, ვისკა კატალუნია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნეგრედომ ღამურები დაცხრილა
ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი "სანჩეს პისხუანზე" წყდებოდა. გამარჯვების შემთხვევაში "ვალენსია" ინაღდებდა მე-4 ადგილს, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ყოფილი მწვრთნელის, უნაი ემერის "სევილიასთან" სულაც წააგო - 3:4. საერთო ჯამში, თამაში კლოს გომესმა გააფუჭა (3 ბალი "მარკას" შეფასებით), რომელმაც ჟონასი ტყუილუბრალოდ გააძევა.

მატჩი ევერ ბანეგას სუპერგოლით დაიწყო. არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა 4 მეტოქე მოატყუა და შორი მანძილიდან გაიტანა. "სევილიამ" ალვარო ნეგრედოს მაკრატელათი უპასუხა. ამას მოჰყვა პენალტი სტუმართა კართან, თუმცა რობერტო სოლდადომ აღადგინა წონასწორობა. შემდეგ კი ნეგრედოს შეჩერება შეუძლებელი გახდა - კონფედერაციათა თასის განაცხადს მიღმა დარჩენილმა ფორვარდმა პოკერი შეასრულა "ვალენსიას" კარში. ბოლოს სოლდადომ დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს მხოლოდ ევროპალიგისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

"სევილიას" რიგებში უკანასკნელად ითამაშა ფეხბურთი მეკარე ანდრეს პალოპმა; გუნდს დაემშვიდობნენ ხესუს ნავასი და ალვარო ნეგრედო. თამაშის მერე "ვალენსიას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გამოაცხადა, რომ კლუბში აღარ დარჩება.

ანტუან-გმირი
დრამა დატრიალდა "რიასორზე", სადაც "დეპორტივომ" "რეალ სოსიედადთან" 0:1 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ბასკებმა ბოლოს 10 კაცით ითამაშეს, მათ 3 ქულა მაინც მოიპოვეს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც. ასე ტრიუმფალურად დაემშვიდობა ბასკურ კლუბს ფრანგი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე, რომელიც "რენში" მიდის. მატჩის გმირიც ფრანგი იყო - ანტუან გრიზმანი.

"დეპორტივო" კი ერთწლიანი განშორების შემდეგ ისევ სეგუნდა დივიზიონს უბრუნდება. ასე უიღბლოდ გააცილეს ფეხბურთიდან "დეპორის" ლეგენდა ხუან კარლოს ვალერონი.

ლა ლიგა. XXXVIII ტური
რეალი-ოსასუნა 4:2
გოლები: 1:0 იგუაინი (35), 2:0 ესიენი (38), 2:1 რ. ტორესი (51), 2:2 სეხუდო (63), 3:2 ბენზემა (69), 4:2 კალეხონი (86)
რეალი (4-2-3-1): ხესუსი - კალეხონი, ალბიოლი, რ. კარვალიო, არბელოა (84. დ. ლორენტე) - ესიენი, მოდრიჩი - დი მარია (46. ნაჩო), იოზილი (80. ომარი), ბენზემა - იგუაინი.
ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო (74. რიკარდო) - ოიერი, უ. გარსია, რუბენი, ნანო - ფ. სილვა (77. მესა), ტიმორი - სეხუდო, არმენტეროსი, რ. ტორესი - ხ. ლორენტე (46. ომვუ).
გაფრთხილება: იგუაინი - გარსია
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 18-26 (9-13); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 68 000

ბარსელონა-მალაგა 4:1
გოლები: 1:0 ვილია (4), 2:0 ფაბრეგასი (14), 3:0 მონტოია (16), 4:0 ინიესტა (52), 4:1 მორალესი (57)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პიკე (75. აბიდალი), მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (54. ტ. ალკანტარა) - პედრო, ფაბრეგასი, ვილია (77. ა. სანჩესი).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, ლუგანო, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი, ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (70. სება ფერნანდესი), ჟ. ბაპტიშტა, ისკო (78. სავიოლა) - სანტა კრუსი (46. მორალესი).
გაფრთხილება: -
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 5-5; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10-11 (6-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 70 000

სელტა-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 ინსა (15)
სელტა (4-2-3-1): ბლანკო - ბელვისი, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ინსა - ა. ფერნანდესი (90. ორელიანა), ა. ლოპესი (72. მადინდა), კრონ-დელი (84. დე ლუკასი) - ასპასი.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი (59. მატიონი), კოლოტო, რ. როდრიგესი, კაპდევილა - ვ. სანჩესი (65. კ. გომესი), ფორლინი - სტუანი, ვერდუ (80. ალფონსო), სიმაო - ს. გარსია.
გაფრთხილება: ოუბინია - გარსია, ფორლინი, მატიონი, კოლოტო
გაძევება: ფორლინი (91)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-8 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 31 000

დეპორტივო-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 გრიზმანი (22)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი (55. ოლივეირა), ზე კაშტრო, სილვიო - აგილარი, ხ. დომინგესი - გამა (46. სალომაო), ვალერონი, პიცი - რიკი.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილიარამენდი (78. გ. კასტრო) - ველა (69. ზურუტუზა), ჩაბი პრიეტო (85. ანსოტეგი), გრიზმანი - აგირეჩე.
გაფრთხილება: სილვიო, აიტამი, არანსუბია, აგილარი, ოლივეირა, რიკი - ბერგარა, ზურუტუზა, გრიზმანი
გაძევება: ბერგარა (84)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 20-13 (5-6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 34 000

გრანადა-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ნოლიტო (27), 2:0 ელ-არაბი (63)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკეირა - ლუსენა (90. იგჰალო), მ. რიკო - ბრაიმი (74. ორტისი), ბუონანოტე, ნოლიტო (67. ანგულო) - ელ-არაბი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა (46. უგო ფრაილე), ლოპო, რაფა, მანე (62. ალკასერი) - ხ. ტორესი, მიჩელი - პედრო ლეონი, სარაბია, დ. კასტრო - ა. ვასკესი (68. გავილანი).
გაფრთხილება: ელ-არაბი - ლოპო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 16-11 (5-0); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 20 000

ლევანტე-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 რიოსი (51), 1:1 მოლინა (68)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - როდასი, ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი (76. ხუანლუ) - იბორა, დიოპი - რიოსი, ვალდო (82. ელ ჟარი), რუბენ გარსია - აკვაფრესკა (20. მიჩელი).
ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ა. ლოპესი, პაულაუ, ამაია, ნაჩო - რ. პერესი, ბენიატი - რ. კასტრო, პაბონი (83. ვადილიო), სევილია (53. კემპბელი) - მოლინა (70. ნონო).
გაფრთხილება: გარსია, რიოსი, როდასი - სევილია, პერესი, ნონო, კასტო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13-9 (4-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 15 000

მალიორკა-ვალიადოლიდი 4:2
გოლები: 1:0 ალფარო (17), 1:1 ბუენო (30), 2:1 მარტი (42), 3:1 ჯოვ. დოს სანტოსი (57), 4:1 მარკესი (68), 4:2 ომარი (72)
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჰატონი, ჟერომელი, ბიგასი, ლუნა - მარტი (88. პინა), ტისონე - ალფარო (83. მ. პერეირა), მარკესი, ჯოვ. დოს სანტოსი (74. ნსუე) - ვიქტორი.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, პენია - რუბიო (66. ბარახა), ვ. პერესი - ებერტი (75. რამა), ბუენო (71. ლოლო), ომარი - ლარსონი.
გაფრთხილება: ჟერომელი, მარკესი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20-11 (10-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 15 000

ვალეკანო-ბილბაო 2:2
გოლები: 1:0 ფ. ვასკესი (19), 1:1 სუსაეტა (30), 1:2 აურტენეჩე (48), 2:2 პიტი (54)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, გალვესი, ფიგერასი (59. ლ. ბანგურა), ნაჩო (46. ტიტო) - ტრაშორასი, ფუეგო - ფ. ვასკესი, ხოსე კარლოსი, პიტი - ა. დომინგესი (73. დელიბაშიჩი).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, სან ხოსე, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (62. კასტილიო) - სუსაეტა, დე მარკოსი, ი. გომესი (80. ტოკერო) - ადურისი.
გაფრთხილება: ფუეგო - ადურისი, გურპეგი, ირაისოსი, სან ხოსე
გაძევება: ადურისი (10)
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 28-5 (6-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 12 000

სევილია-ვალენსია 4:3
გოლები: 0:1 ბანეგ ა(12), 1:1 ნეგრედო (40), 2:1 ნეგრედო (44-პენ), 2:2 სოლდადო (56), 3:2 ნეგრედო (57), 4:2 ნეგრედო (61), 4:3 სოლდადო (88)
სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო (68. კოკე), კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - მედელი, კონდობია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (62. სტეპანოვიჩი) - ნეგრედო (86. ბ. დიავარა).
ვალენსია (4-3-3): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, მატიო, სისოკო - პარეხო, ალბელდა (46. ფეგული), ბანეგა (77. რუისი) - ჟონასი, სოლდადო, კანალესი (63. ვიერა).
გაფრთხილება: ნავარო, კალა, კოკე - სოლდადო, კოშტა, ალბელდა, პერეირა, ფეგული, პარეხო
გაძევება: ჟონასი (45)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 21-17 (9-7); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 38 000

სარაგოსა-ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 არდა თურანი (84), 1:1 პოშტიგა (89), 1:2 დ. კოშტა (90), 1:3 დ. კოშტა (91)
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - ხ. ფერნანდესი, ლოოვენსი, ა. გონსალესი, აბრაამი - პინტერი (46. მოვილია), აპონიო - მონტანიესი, ორტი (72. როჩინა), ვ. როდრიგესი (63. ბიენვენუ) - პოშტიგა.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, პულიდო, ინსუა - ტიაგო, კოკე - რაულ გარსია (63. ოლივერ ტორესი), ადრიან ლოპესი (88. დ. აკინო), კ. როდრიგესი (75. არდა თურანი) - დ. კოშტა.
გაფრთხილება: პოშტიგა, ფრანკო - ტიაგო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 54-46; კარში დარტყმა: 15-16 (6-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 34 500

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 25 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 24 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული