"მე მაქვს კონტრაქტი და ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსელონაში ბედნიერი ვარ.
მთელი კარიერის განმავლობაში ჩემს კლუბს პატივს ვცემდი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობა კონფედერაციების თასზე, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდება. ამის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.
ზაფხულში ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე, თუმცა ახლა მხოლოდ ნაკრებში გამოსვლაზე ვფიქრობ", - თქვა ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ლონდონის "ტოტენჰემი", "არსენალი", მადრიდის "ატლეტიკო" და "ლივერპული".
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით