იკერ კასილიასი: ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" წარმატებას ვუსურვებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიოზე გაბრაზებული არ არის და პორტუგალიელს "ჩელსიში" წარმატებას უსურვებს.

"მოურინიოზე გაბრაზებული არ ვარ. სხვათა შორის, ამ ხნის განმავლობაში არასოდეს მიგრძვნია, რომ ცუდად მომექცნენ. ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თვლიდა კლუბისთვის საუკეთესოდ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ მიზნებს ამ სეზონში, ვერც ესპანეთის ჩემპიონატში და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე.

ჟოზე მოურინიოს ლონდონის "ჩელსიში" მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ"
.

შეგახსენებთ, რომ ხელის მოტეხვის შემდეგ დაბრუნებულ იკერ კასილიასს მოურინიო არ ათამაშებდა და უპირატესობას დიეგო ლოპესს ანიჭებდა.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს "რეალიდან"
იკერ კასილიასის გამო გაუშვებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული